"დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო" - არჩილ თალაკვაძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ოკუპაციას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის და ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია. ჩვენს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაო მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა, შრომის ახალი კოდექსის მიღება, გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებული რეფორმა და პატიმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მოხდა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

ახლა ჩვენს გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი. ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების, ასევე ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

ასევე, დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული სტატისტიკა, აღნიშნული გვაძლევს საფუძველს, რომ განვაგრძოთ სასამართლო სისტემის რეფორმები. დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რუსთავში, მამაკაცი ავტოფარეხში გარდაცვლილი ნახეს  

🔵რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო, დღეს, 27 იანვარს - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე