„ერთადერთი, რაზედაც ახლა ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშებია, ყოველთვის მინდა, ქომაგები გავახარო“ - რას ამბობს ლაშა ბექაური

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მადრიდში გამართულ ღია პირველობას გამოეხმაურა, რომელიც მისი ტრიუმფით დასრულდა. 

„წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანი ტურნირი ყოფილა. ერთადერთი, რაზედაც ახლა ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშებია. ესაა გამორჩეული შეჯიბრება, რომელსაც საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდე. სწორედ ამიტომ მსოფლიოს პირველობაზე არ წავსულვარ და გერმანიაში ვემზადებოდი.

ეს გარემოს გამოცვლისთვისაც აუცილებელი იყო. მოგეხსენებათ, საქართველოში რა სიტუაციაა. ძიუდოსა და ოლიმპიური ჩემპიონობის წყალობით, ყველა მცნობს და სადაც არ უნდა წავიდე, უამრავი ხალხი მოდის. ამიტომ ცვლილება საჭიროა და ახლა, თავს კარგად ვგრძნობ. აქედანაც ჯერ ხორვატიაში წავალ შეკრებაზე და მხოლოდ ამის მერე დავბრუნდები საქართველოში.

მადრიდში გამოსვლა მზადების ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო. ოლიმპიადის წინ ტატამზე გასვლა აუცილებელია, რათა შეჯიბრების შეგრძნება სრულად გქონდეს გათავისებული. თავისებურად ყველა ტურნირი ნერვულობასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ყოველთვის მინდა, რომ ქომაგები გავახარო“, - აცხადებს ბექაური.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742228348

საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...

სამინისტრო

1742228245

მსოფლიო

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...

რუანდარუანდა

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი