„ერთადერთი საზომი წმინდა წერილია, რომელიც გააცოცხლებს ქართულ სულს, შესაბამისად ქართველ ერს, სხვა ყველაფერი დამარღვეველი და გამანადგურებელი იქნება“ - მამა თეოდორე გიგნაძე

„უცნაური რამ ხდება დღეს საქართველოში, არის სიმშვიდე, რომელიც გვაძლევს საშუალებას სულიერი აღორძინებისა, მატერიალური აღორძინებისა, ინტელექტუალური აღორძინებისა, გენოფონდის აღორძინებისა, კულტურული აღორძინებისა, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ქართველები ერთად უნდა დავდგეთ: ერი, ბერი, ხელისუფლება“, - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ერთ-ერთ ქადაგებაში განაცხადა.

სასულიერო პირის განმარტებით, ქრისტიანების შეფასების კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი სახარებაა.

„ქრისტიანებს გვაქვს შეფასების კრიტერიუმები, სახარება.

თუ არის მცდელობა, რომ სახარებისეული, ზნეობრივი ნორმები მეტად და მეტად იქნეს დაცული, რომლებიც ჩვენს შვილებს გადაარჩენს, ეს მაინც რომ მოხდეს და ამის რაღაცა ჩანასახი ჩანს, თუ დღეს ვხედავთ რაღაცა სიმყუდროვეს, თუ დღეს ვიღაცას გაახსენდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ. ამას გვერდში დგომა სჭირდება იდეურად, ჩვენი ერთადერთი საზომი არის წმინდა წერილი, რომელიც გააცოცხლებს ქართულ სულს, შესაბამისად ქართველ ერს, სხვა ყველაფერი დამარღვეველი და გამანადგურებელი იქნება. თუ ამგვარ რწმენას გავაცოცხლებთ, ყოველი წამი იქნება იმედის მომცემი“, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715955738

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7585 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.99...

ააა

1715951079

ახალი ამბები

,,ვამაყობ იმ ტრადიციებით, კულტურით რომელიც უკავშირდება ოჯახს, ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს“ - კახა კალაძე

ვამაყობ იმ ტრადიციებით, კულტურით, რომელიც ოჯახს უკავშირდება, ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ო...

კახა კალაძე

1715946927

ახალი ამბები

,,შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის” - ირაკლი კობახიძე

 ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით, -...

ირაკლი კობახიძე

1715938493

ახალი ამბები

,,ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა… საქართველოვ, მიყვარხარ“ - ილია მეორე

 „საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის“, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს...

აა

1715938140

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ქობულეთში - ფერდობის ჩამოშლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის სოფელ კვიროკეში უბედური შემთხვევა მოხდა.არსებული ცნობით, ფერდობის ჩამოშლას 50 წლამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, სამუშაო...

პოლიცია, ლენტი, პატრული