ღამის კლუბები: მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ შევძლოთ კლუბების უსაფრთხო გახსნა და ჩვენი საყვარელი სივრცეების გადარჩენა

საქართველოს კლუბების ასოციაცია კლუბების გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მუსიკალური სივრცეებისა და კლუბების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” წარმომადგენლებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მრავალთვიანი უწყვეტი მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელსაც საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში COVID19-ის ტრანსმისიის კვლევის შედეგი.
მათივე თქმით, ამავე კვლევებზე დაყრდნობით ასოციაციამ ბოლო 6 თვის განმავლობაში შექმნა კარის ახალი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს დახურული სივრცეების ეტაპობრივი გახსნის ჩარჩოს, რომელიც შემუშავდა მუსიკალურ ღონისძიებაზე დამსწრე პირების კოლექტიურ ქცევაზე და ამ ქცევებით გამოწვეულ რისკებზე დაკვირვების შედეგად.
„2021 წლის 7 დეკემბერს, სწორედ ასეთი კონსულტაციების შედეგად შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმებით დაიგეგმა და დაანონსდა 17-18 დეკემბრის საკლუბო ღონისძიებები. ამ 2 კვირის განმავლობაში ჩვენ არ მიგვიღია არანაირი შეტყობინება იმის შესახებ, რომ 17-18 დეკემბერს ღონისძიებების ჩატარება შეიძლება ეჭვქვეშ დამდგარიყო.
შრომის ინსპექციის სამსახურმა 17 დეკემბერს, კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ყველა ფინანსური ხარჯი გაწეული, ხოლო ბილეთების უმეტესობა გაყიდული იყო, განაცხადა, რომ კლუბებში თავშეყრა კანონის დარღვევას წარმოადგენდა.
ამასთანავე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ასოციაცია “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით ამავე ღამეს დათვალიერებული იქნა თბილისის მასშტაბით არსებული ყველა სივრცე“, - წერია განცხადებაში.
კლუბების ასოციაცია ამბობს, რომ 18 დეკემბერს, თბილისის კლუბების წარმომადგენლებსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მათ მკაცრად მოითხოვეს გუშინდელი ღონისძიებების გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში განგვიმარტეს, რომ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც გულისხმობს:
- სისხლის სამართლებრივი დევნა კლუბების ხელმძღვანელი პირების მიმართ.
- კლუბების გაურკვეველი დროით დახურვა და დალუქვა
- მძიმე ფინანსური ჯარიმები.
„ამის პარალელურად ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა შემდეგი კვირისთვის (21-23 დეკემბერი) ეს საკითხის საკოორდინაციო საბჭოზე დადებითად გადაწყდეს. ასევე დაგვპირდნენ, რომ შრომის ინსპექციის სამსახური გააკეთებდა საჯარო განცხადებას ამის შესახებ იმავე დღეს, ანუ გუშინ, 18 დეკემბერს. ამ ყველაფრის საფუძველზე, წინასწარ გაწეული ფინანსური ხარჯების მიუხედავად, მივიღეთ უმძიმესი გადაწყვეტილება გუშინ დაგეგმილი ღონისძიებების 1 კვირით გადავადების შესახებ.
სამწუხაროდ, შრომის ინსპექციამ გუშინ საერთოდ არ გააკეთა განცხადება და დღეს გაავრცელა, ისეთი შინაარსის წერილი, სადაც ჩვენი შეთანხმების პირობები, არ იყო ასახული, ხოლო ჩვენს მიერ დროები გადავადებული ღონისძიებები გამოაცხადეს, როგორც “გაუქმებული”.
ჩვენ უბრალოდ სხვა სახელს ვეღარ დავარქმევთ პროცესს, რომელშიც უკვე ორი წელია ვართ, გარდა იმისა, რომ ესაა საკლუბო სცენის მიზანმიმართული განადგურება. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას სახელმწიფოს დამოკიდებულება. შესაბამისად ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ შევძლოთ კლუბების უსაფრთხო გახსნა და ჩვენი საყვარელი სივრცეების გადარჩენა.
მტკიცედ გვჯერა, რომ ერთადერთი გზა სფეროს გადარჩენისთვის არის ამ ინდუსტრიის კარების გახსნა და მათზე დაკისრებული არაპროპორციული ზომების შემსუბუქება. მკაცრი შეზღუდვების პარალელურად გვსურს შევქმნათ ალტერნატიული და უსაფრთხო დღის წესრიგი ღონისძიების მართვისა და მსვლელობის დროს გამოვლენილი რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.
იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციის, კულტურისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ითვალისწინებს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფას და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, საკლუბო სივრცეების უსაფრთხო გახსნის მოთხოვნების შესაბამისად“- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
The Cultural and Creative Industries Union of Georgia
BASSIANI
Boom Boom Booking Agency
Bude
CAFE-GALLERY
Colibri
DAISI • დაისი
დედაენის ბარი
KHIDI
Kibe
Left Bank
MIONI
Millennials
მტკვარზე • MTKVARZE
Mzesumzira
რეფლექტორი / Reflector
Swing Festival
TES
TIVI • ტივი
შრომის ინსპექციამ განცხადება 17 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია და შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
ასევე საინტერესოა:
🔵 Covid 19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა - გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...