იაგო ფრანგიშვილი: ზოგი რამდენჯერმე კვდება, ფიზიკურად კი არა, ისე, ადამიანობაში კვდება

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ხშირად გამოირჩევა სოციალურ საკითხებზე თუ პოლიტიკურ პროცესებზე ვრცელი პოსტებით. ამჯერად ფრანგიშვილი სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობის შესახებ წერს:
"საოცარია ცხოვრება....
სიკვდილ-სიცოცხლეც კი არაა ცალსახა...
ზოგი მეორედ იბადება, საბედნიეროდ,
განსაკუთრებულ საფრთხეს რომ დააღწევს თავს ადამიანი, მეორედ დაბადებაა, აბა რა...
ზოგი კიდე, მკვდარი რომ გგონია, მისგან დასვენებული რომ გგონია სამყარო, უცებ აღმოჩნდება რომ არამარტო ცოცხალია, არამედ ვიღაცამ რაღაც დიდის მართვა გამგებლობა ჩააბარა....
ზოგი რამდენჯერმე კვდება, ფიზიკურად კი არა, ისე, ადამიანობაში კვდება...
ისეთს გააკეთებს, ისეთს იტყვის და ამტკიცებს, შხამავს საზოგადოებას.
თანაც, თუ ასეთი რამ ღრმა სიბერეში შეემთხვა, წესით ქრისტიანმა მორწმუნემ უფალს უნდა შეღაღადოს, რა დაგიშავა ასეთი ამ ადამიანმა, რომ იმაზე ადრე არ წაიყვანე შენს სასუფეველში, ვიდრე ეს საშინელება მოუვიდოდაო...
გარდაიცვლება ასეთი და იფიქრებ, მიიბარა სული უფალმა და დაისვენა მანაც და სხვამაცო...
ზოგიც კიდევ, წასულია ცოცხლების გარემოდან, მაგრამ, მისი ნაკეთი, მისი ნათქვამი, მისი იდეოლოგიური ნაშიერიზმი ცოცხალზე ცოცხალია და ქართულმა ფილოსოფიამ ,,მაოხრებელი მკვდარი,, შეარქვა ამ მდგომარეობასზოგი კი, მიდის ამ ქვეყნიდან ფიზიკურად, მაგრამ არ კვდება, ბევრ ცოცხალზე უფრო ცოცხალია და გვერდით უდგას ერს და ბერს, საბედნიეროდ...
დიდი მადლია ეს....
მოკლედ ჯერჯერობით ერთხელ დავიბადე, მეორედ დაბადებაზე შეგნებულად უარი ვთქვი, რა გადანერგვა ამ ასაკში, მოდი და ვერ წავიდა ისე, რომ გინდა და მშობლებს კიდე ეს უნდა ანახვო მეთქი და დავტოვე ისე ყველაფერი, როგორც იყო და, დავრჩი ერთხელ დაბადებულად.
სიკვდილით კი, იქნება მოვკვდი სადმე და ვიღაცასთან ისე, რომ ვერც კი გავიაზრე, უდიდესი ბოდიში ამისთვის იმ ადამიანებს, მაგრამ, უფალს ვთხოვ აწი ისე მომკლას, რომ ცოცხალი სიკვდილის გამოცდილება მომაკლოს და ახლად დაბადება ხომ არა და არ მინდა, როცა მოესურვება საბოლოო ყოფილიყოს ეს სიკვდილი.
ეს უდიდესი მადლიც და პატივიც იქნება", - წერს ფრანგიშვილი.
სხვა სიახლეები:
🔳 "მე არ დამიწერია" - ლადო აფხაზავა გავრცელებულ კომენტარზე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...