"კიდევ კარგი, ჯერ არ გითქვამთ ღმერთი ვარო" - ვის მიმართავს მამა პეტრე კვარაცხელია

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს:

"მე მხოლოდ ახლა გავიგე…

წყაროს არ ვასახელებ, ისევ მისი უსაფრთხოების გამო…

ჩემი სამეცნიერო დისერტაციის დაცვის პერიოდში, ერთ-ერთი ეპისკოპოსი მიბრძანებულა უნივერსიტეტში (ამ ეტაპზე არც მის სახელს ვიტყვი) და კატეგორიულად მოუთხოვია სამეცნიერო საბჭოსთვის, იმ მღვდლის დისერტაცია დაბლოკეთ, არ დააცვევინოთ, ,,ჩააგდეთო”…

ცოტა გაოგნებული ვარ…

იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი ვინც არის და რასაც წარმოადგენს, თუ ასეთ უსინდისობას მოიფიქრებდა ამას ვერ წარმოვიდგენდი…

ცხადია, მას არ ექნება წაკითხული ტერენტი გრანელის არც ერთი ლექსი, მაგრამ ჩემი სამეცნიერო ხარისხით რა დააკლდებოდა?!

ალბათ ის, რომ ჩემს სიტყვას მეტი ძალა, მეტი დატვირთვა ექნებოდა…

ბატონო ეპისკოპოსო, თქვენი ნება რომ იყოს, ლოცვასაც არ მათქმევინებდით და პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში გამისტუმრებდით….

კიდევ კარგი, ჯერ არ გითქვამთ ღმერთი ვარო, თორემ თქვენ მიერ დაზომბირებული ხალხი შეგძახებდათ-ხართ, ხართო!..

ბატონო ეპისკოპოსო, თქვენთვის არასდროს მითხოვია დახმარება, თუ ჩემით რამეს ვახერხებდი, ამაშიც თურმე ხელს მიშლიდით?!

ბატონო ეპისკოპოსო, როგორ კარგაც გცოდნიათ მართლმადიდებლობის არსი და რა კარგად გაგირკვევიათ თქვენი ფუნქცია ამ ეკლესიაში…

პრობლემა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ამ სიმართლის გამო მომწერენ, არ გეშინია დაგსაჯონ?! უმოქმედოდ დაგტოვონ?!

მეტი რა უნდა დავისაჯო ხალხო, იმაზე მეტი როგორ დავისაჯო ასეთების ხელში ვყოფილვარ და თურმე მათ უნდა გადაეწყვიტათ ჩემო ბედი, ვისაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული… მეტი უმოქმედობა რა უნდა იყოს, როცა ყველგან გბლოკავენ და დასჯის შიშიშ გაჩუმებენ…

რისთვის დასჯა, ამ სიმართლისთვის?! ეს ვუთხრა ჩემს შვილებს, სწავლის გამო მსჯიდა ეპისკოპოსი მეთქი?!
ან როდემდე უნდა დავითმინო ეს ტენდენცია, ,,გაჩუმდი, თორემ დაგსჯი”, ხმა არ ამოიღო, თორემ კუთხეში დადგები”!..

რისთვის, რატომ?!

ვინც ასე ექცევა ადამიანებს, ის უნდა დაწინაურდეს და ვისაც უსამართლოდ სწირავენ, კიდევ ის უნდა დაისაჯოს?!
ასეა… განათლებულებს და ნაკითხებს უფრო მეტი დაფასება რომ ჰქონოდა, ეკლესიას ამდენი ადამიანი არ გააკრიტიკებდა…

როდემდე არ უნდა ვითვლებოდეთ ადამიანებად…

კიდევ კარგი, ხელმძღვანელობას ჭკუა ეყო და დაცვა არ ჩაიშალა, თორემ….

მადლობა მათ, ვინც უსამართლობას მხარი არ დაუჭირა…

ღმერთის სამართალი კი ყველას მწარედ მოეკითხება, ყველაზე მეტად ეპისკოპოსს!..", - წერს პეტრე კვარაცხელია.

სხვა სიახლეები:

🔵 "როგორც იესომ სიკვდილზე, შენ გაიმარჯვე ნაცებზე" - ერეკლე დეისაძემ რეზო ამაშუკელის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

🔵 ნატალია ქუთათელაძე: ამდენი გაჭირვების, უმუშევრობის, წუწუნის და მუდამ უკმაყოფილების ჟამს, ნუთუ არავის არ უნდა მუშაობა? თვეზე მეტია ვეძებთ თანამშრომლებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი