კოვიდით გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში - თენგიზ ცერვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე facebook-ის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყოველი 100 კოვიდ ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

“მე, ა.წ. 22 ნოემბერს გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფთა შორის გარდაცვალების პროცენტი (ე.წ. CFR), რაც COVID -ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითად მაჩვენებლად ითვლება, საქართველოში ბევრ ქვეყანაზე უფრო დაბალია. იმავე დღეს „TV Formula“-მ ასევე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზე“.

ამაზე ბ-ნი ზურაბ გურული სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას „მე მაინც გადავამოწმებდი ბ-ნ თენგიზთან, რაღაცაში იქნება საქმე“.

გმადლობთ ბატონო ზურაბ, საქმე შემდეგშია:

„TV Formula“- ს გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია და მე თვითონ ჩემს პოსტში პირველივე გვერდზე მკაფიოდ მაქვს მითითებული, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ). მაგრამ აქვე მივუთითებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით, კერძოდ: COVID ახალი შემთხვევების და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ძალიან ხალმხრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით. ასე, რომ ჩემი პოსტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის „TV Formula“- ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. სხვა საქმეა, რომ ჩემი პოსტის შემდეგ ნაწილში მე ასევე მკაფიოდ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მივუთითებ, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი (ე.წ. CFR), რომელიც არის COVID -ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი, საქართველოში, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის პირობებშიც კი, მაინც უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ – COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID -ის კლინიკური მართვა (და არა ზოგადად პანდემიის მართვა) ქვეყანაში კარგად – მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თვითდამშვიდების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია უმოკლეს პერიოდში ვაქცინაციით მოცვის მკვეთრი გაზრდა, პირბადეების ტარება და პერმანენტული ხალმხრავალი შეკრებების (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური მოტივებით) შეწყვეტა”, – წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ამავრ თემაზე:

🔵"შესაძლოა ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინამ 95%-ით შეაჩერა კოვიდის გავრცელება - 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი" - გიორგი ფხაკაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ბუტა რობაქიძე მიშას პასუხისმგებლობაა, ლუკა სირაძე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა?!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730919040

სოციალური მედია

კომპოზიტორი გივი გაჩეჩილაძე იუბილარია - „დღეს ჩემი უსაყვარლესი მამიკოს დაბადების დღეა!“

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე მამას, ცნობილ მუსიკოსს, გივი გაჩეჩილაძეს დაბადების დღეს ულოცავს. იგი იუბილეს აღსანიშნავად, სოციალურ ქსელში მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  „დღეს ჩემი უსაყვარლესი მა...

ნინო გაჩეჩილაძე

1730914989

მსოფლიო

CNN: ტრამპი ყურადღებით აკვირდება, თუ რომელი მსოფლიო ლიდერები ცდილობენ მასთან დაკავშირებას

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, თუ რომელი მსოფლიო ლიდერები ცდილობენ მასთან დაკავშირებას - ამის შესახებ CNNიტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი და მისი მოკავშირ...

ტრამპი

1730912604

სოციალური მედია

ჯორჯინა უზკატეგუია იუბილარია - როგორ ულოცავს UFC-ის ჩემპიონი მეუღლეს დაბადების დღეს?

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. ჯორჯინასთვის ე...

 ილია თოფურიას მეუღლე

1730907443

საზოგადოება

„იყო ღირსეული პიროვნება თავისი შინაგანი კულტურით, განათლებით და დამოკიდებულებით“ - წერეთლის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა საპატიო უნივერსიტეტელი მერაბ დემეტრაძე. „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამო...

ააა

1730903650

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 16 და 17 ნოემბერს დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.  „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ს...

თბილისი-ერევნის რეისი