ლედი აფრასიძე გოჩა აფრასიძეზე: თავისი ფეხით გამოვიდა იმ სახლიდან და შემდეგ მიაყენეს დანით სასიკვდილო ჭრილობები, გადააფარეს პლედი, ჩათვალეს, რომ ისიც უკვე მკვდარი იყო, შემდეგ პულსი შეუმოწმეს, აღმოჩნდა, რომ ცოცხალია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის საქმე განიხილება, შმაგი აფრასიძის შვილმა, ლედი აფრასიძემ ისაუბრა.

ლედი აფრასიძის თქმით, გოჩა აფრასიძეს დაკავების დროს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და უკვე დაკავების შემდგომ მიაყენეს მას დანით სასიკვდილო ჭრილობები, შემდეგ კი ოპერაცია დაგვიანებით, გამაყუჩებლის გარეშე გაუკეთეს.

„გოჩა და ომეხი სახლიდან ერთად გამოიყვანეს. მასაც ხელბორკილები ედო. ისიც თავისი ფეხით გამოვიდა იმ სახლიდან, ისე, რომ არავითარი დაზიანება მას მიყენებული არ ჰქონდა და უკვე ამის შემდეგ, მას დანით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები, გადააფარეს პლედი, ჩათვალეს, რომ ისიც უკვე მკვდარი იყო და მათი მიზანი ამ მიმართულებითაც განხორციელებული იყო და გარკვეული დროის მერე, აღმოჩნდა, რომ ხელს ამოძრავებდა გოჩა და ამის შემდეგ პულსი შეუმოწმეს, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო და უკვე ამის შემდეგ, გადაიყვანეს ვერტმფრენით ქუთაისში, სადაც მას ჩაუტარეს ოპერაცია. თუმცა ეს ოპერაციაც ჩაუტარეს გარკვეული დროის შემდეგ და ჩაუტარეს ისე, რომ არავითარი გამაყუჩებელი, ნარკოზიც კი არ გაუკეთეს მას და უკვე დაკავების პირველივე წამიდან დაიწყო გოჩას მიმართ წამება“, - განაცხადა ლედი აფრასიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი

1744976956

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა

„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...

ნინო წილოსანი

1744975039

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ

გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...

ნინო წილოსანი