ნათია ფანჯიკიძე პრემიერის ინიციატივაზე: შეცდომაა - ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა. სწორია - საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ნარკომომხმარებლების დასაქმებას გულისხმობს.
"ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, მთავრობამ, - ნარკოდამოკიდებულ ხალხს შრომას დავაჩვევთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. თავი და თავი უსაქმურობააო.
სამსახური ზოგადად ყველა ადამიანისთვის კარგი რამაა, მაგრამ რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი დაავადებაა და ამ ადამიანებს სწორად დაგეგმილი, სამ, ან ოთხეტაპიანი მკურნალობა სჭირდებათ (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა, ე.წ. დეტოქსი; თანამდევი ფსიქიკური კონდიციის მედიკამენტური მკურნალობა; საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია; ფსიქორეაბილიტაცია). აქედან ფსიქორეაბილიტაციას, "ფხიზელი ცხოვრების დასწავლას" იდეალურ შემთხვევაში წელიწად-ნახევარი სჭირდება, ოპტიმალური კი 6-10 თვიანი ინტენსიური კურსია.
ფსიქოთერაპიის გარეშე ნებისმიერი "ძვირიანი" მკურნალობა წყალში გადაყრილი რესურსი რომაა, იცით ეგეც ხომ? ანეკდოტი რომაა, მეგრელს რომ ჰკითხეს, ცურვა იციო? მეცოდინება ალბათ, - რომ უპასუხა.
გეცოდინებათ ალბათ, მაგრამ მაინც გახსენებთ, რომ შრომა-გასწორების რეჟიმი კი არა, ჯერ მკურნალობაა გამოსავალი.
სწორად დაგეგმილი ყველაფერი ყოველთვის უფრო ხარჯეფექტურია, ფულის თვლა კი იცით და ეს ჩემგან არ გესწავლებათ, ნება თქვი შენ.
ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა, იდეალური იქნება სოციალური საწარმოების პროგრამები და დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაავადებულ პირთა ასაკს, ზოგად ჯანმრთელობას და სხვა ინტერესებს.
მოზარდებისთვის კი აუცილებელია პრევენციის პროგრამის დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ბავშვები ამ დაავადებისგან.
თუ ნება არსებობს, გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ნება ნიშნავს გააზრებულ მოქმედებებს და გააზრებულ განცხადებებს, რომელსაც მესიჯებზე დაეტყობა, რომ ნახევარი საათი მაინც წაიმუშავა ვინმემ.
შეცდომაა - ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა.
სწორია - საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის, მაგრამ მკურნალობის საჭიროება არ იხსნება", - წერს ფანჯიკიძე.
ამავე თემაზე:
🔲 პრემიერი: ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ
1730901498
ახალი ამბებიწიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი
წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...
1730899898
სოციალური მედია„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...
1730898883
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...
1730895391
სოციალური მედია„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...
1730891103
საზოგადოებამუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა
„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...