„ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს - ირაკლი კობახიძე

პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის გასაღები არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს - ტენდენცია კარგია, მთავარია გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესი არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყო.
„პოლარიზაცია არის ტვირთი ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის, მაგრამ არის ობიექტური გარემოებები, რაც შეუძლებელს ხდის ჩაკეტილი წრის გარღვევას. რეალისტურად თუ შევხედავთ, ერთადერთი რაშიც არის პოლარიზაციის ჩაკეტილ წრის გარღვევის გასაღები, ეს არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს, როგორც პოლიტიკური ძალა. ტენდენცია კარგია, მთავარია ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „არჩევნების შემდეგ არის ეს პროცესი აქტიურად დაწყებული“.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულს თავის მიზეზები აქვს. კობახიძე ორ ფაქტორს ასახელებს, რომელიც მისივე აზრით, "არსებითად ასუსტებს პარტიას".
„ერთი - გასაგებია, რომ 31% აიღეს, მაგრამ პრინციპული არჩევნები წააგეს და 3 წელი აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება. მათ თვითონაც იციან, რომ სამი წელი ძალიან გაუჭირდებათ.
მეორე - სააკაშვილი, მათი ბელადი, ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას, არის ციხეში“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრობლემა არ არის „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა პრობლემაა ქვეყნისთვის.
„სააკაშვილი ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის საერთოდ არ არის პრობლემა. სააკაშვილი არის პრობლემა ქვეყნისთვის თბილისში ციხეში, უკრაინაში ციხის გარეთ თუ სადღაც ამსტერდამში. ყველგან არის პრობლემა, რადგან ის არის მთავარი დესტრუქციული ძალის ლიდერი. ის აქაც პრობლემაა, იქაც პრობლემაა ქვეყნისთვის, ჩვენთვის არა, მაგრამ რა ვუყოთ ამ პრობლემას, მოცემულობაა“, - განაცხადა კობაძიძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ არ შეიწყალებს.
„მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ არ შეიწყალებს და ძალიან პრინციპულად აქვს ეს პოზიცია დაფიქსირებული. ამის იქით არანაირი ეჭვების საფუძველი არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, თუ შეიწყალებს, როგორი იქნება მისი პოზიცია, კობახიძე პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს მხარდასაჭერად ისრაელის ელჩმა ნიკო ქაჯაიას სიმღერაზე იცეკვა
🔵21 დეკემბერს უმნიშვნელოვანესი დღეა - ცაგარელი სურვილების ასრულების დროს გვიმხელს
🔵 სექსი და მოგზაურობა - როგორ აპირებს დანია შობადობის გაზრდას (ვიდეო)
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...
1741090663
ახალი ამბებისპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ რურუა აირჩიეს
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ რურუას კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა სპორ...