"ნუ შეფუთავთ ამ ამბავს კრიმინალურ გარჩევად, არ დამიმახინჯოთ სიმართლე" - ვერაზე ჩაცხრილული ნიკა კვარაცხელიას მამიდა

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ნანი კვარაცხელია აცხადებს, რომ ფაქტი არ მოჰყოლია კრიმინალურ გარჩევას.

"პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენი, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, ნუ შეფუთავთ ამ ამბავს კრიმინალურ გარჩევად.

არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ ჰქონია. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს, ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს თავის სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა.

ჩვენ, ნათესავები ამდენი წელია, აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, რადგან ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. ჩაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი.

ნიკოს დაფასებისთვის, ჩემი უსაყვარლესი ძმისშვილის ხსოვნისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დამიმახინჯოთ სიმართლე", – აღნიშნა ნანი კვარაცხელიამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია.

დანაშაულში მონაწილე პირების – ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე