პატრიარქი: იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგენა და აღორძინებაც, ინებოს უფალმა ამის აღსრულება!

„ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.
„დღეს არის უფლის მეგობრის, 4 დღის გარდაცვლილი ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების ხსენება და ქართული ენის დღესასწაული. ლაზარეს უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა; ბეთანიაში მომხდარმა ებრაელები გააოგნა და ყველამ, - თვითმხილველთაც და სხვათაც, ირწმუნეს მაცხოვრის ღმერთობა.
X ს-ის მოღვაწის, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.
ინებოს უფალმა ამის აღსრულება!
ლაზარეს აღდგინების მეორე დღეს, პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მიმავალ მაცხოვარს მთელი ხალხი მიწაზე ყვავილებს, თავიანთ სამოსელს, პალმის (ბაიას) რტოებს უფენდა და ჩვილი ბავშვებიც, უფროსებთან ერთად, ხმამაღლა სიხარულით გალობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!“
ეს იყო იესო ქრისტეს ამქვეყნად მყოფობის 33 წლის მანძილზე მთელი ერის უდიდესი ნაწილისაგან მისი ღმერთად და მეუფედ აღიარებისა და თაყვანისცემის ერთადერთი დღე. ამიტომაც, ბზობა განსაკუთრებული ზეიმია.
იერუსალიმში მიმავალო, კიცვსა ზედა მჯდომარეო, უფალო ჩვენო, ჩვენც გაგიფენთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულს, გულსა და სიყვარულს და შეგთხოვთ: ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, ნურასდროს განგვეშორები და დიდითა სულგრძელებითა შენითა შეგვიწყალენ.
ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“ - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...