ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ არათუ ერთი ბრიგადა რამდენიმე იქნებოდა - ანზორ მელია

"მე როგორც მამა ჩემი შვილის და როგორ კოლეგების მეგობარი, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით", - ამის შესახებ ექიმმა ანზორ მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშილეების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რომ ყოფილიყო, მოშიმშილეების კარვებთან სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა იდგებოდა.

"პრობლემები უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე, როგორც შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს ადამიანს და ის შიმშილობდეს, ან მეორეს ღვიძლის ფუნქციები არ ჰქონდეს წესრიგში და შიმშილობდეს.

ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ არათუ ერთი ბრიგადა, რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა, მაგრამ არ ჰყავთ მეთაური და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით, მაგათ თუ გაწყდება მთლიანად "ნაციონალები", ის გაუხარდებათ", - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების გადაწყვეტილება 21 დეკემბერს, პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობენ.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძესი - გიგი უგულავა კახა კუჭავას გადადგომაზე

🔵პარლამენტში კახა კუჭავას, გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს

🔵სააფთიაქო ქსელის 279 ფილიალში უკანონო თვალთვალი მიმდინარეობდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე