რა არის „ფეიკ ნიუსი“ და როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის გავლენისგან

დღეს, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და მთავარი საინფორმაციო საშუალება სოციალური მედიაა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიღება, რათა ადეკვატურად შევაფასოთ ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები. სწორი ინფორმაცია ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. ასევე, გამართლებული არჩევანის შესაძლებლობა, თუმცა ამის ფუფუნება ხშირად გვეზღუდება, რადგან გლობალიზაციის პირობებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ყალბი ახალი ამბების (ე.წ Fake News) გავრცელების პრობლემა. ყალბი ახალი ამბავი (ე.წ Fake News) ეს არის გამოგონილი ისტორიები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ან შესაძლოა შეიცავდეს სულ მცირე სიმართლის მარცვალს, თუმცა სრულად დამახინჯებულად იყოს გადმოცემული შინაარსი.

ინტერნეტსივრცე არ კონტროლდება, შესაბამისად, „ფეიკ ნიუსი“ ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში. ამასთანავე ჩვენ იშვიათად გვეპარება ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი და ხშირად ვხდებით ცრუ ინფორმაციის მსხვერპლნი. ყალბი ახალი ამბები ემსახურება როგორც კომერციულ მიზნებს, ასევე მას შეუძლია საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, საყოველთაო დაბნეულობის გამოწვევა, პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. ვინც ამ საქმეზე მუშაობს, მათ იციან მანიპულირების ხერხები, თუ როგორ დაგვარწმუნონ ამბის სინამდვილეში, მოახდინონ ჩვენზე გავლენა, შთაბეჭდილება, გამოიწვიონ უარყოფითი ემოციები, მიიქციონ ყურადღება და ა.შ მეტი დამაჯერებლობისთვის ისინი იყენებენ, სანდო საინფორმაციო საშუალების მსგავს ვებგვერდებს, სახელებს.  ყალბმა ახალმა ამბებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ არა მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ საერთაშორისო წესრიგზეც. უნდა ითქვას, რომ „ფეიკ ნიუსის“ გამავრცელებელი სააგენტოები თუ ცალკეული პირები, ამ საქმით საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობენ.

თსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თემაზე - „ საქართველოში მომრავლებული „ფეიკ ნიუსები“ – საფრთხე, რომელიც სახელმწიფოებრივ სტაბილურობას ემუქრება“ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ აღნიშნა, რომ ყალბი ახალი ამბებისგან თავის დაღწევის გზა და გამოსავალი კრიტიკულ აზროვნებაშია. უნდა დავაკვირდეთ, ვინ ავრცელებს ინფორმაციას და ხშირად გადავამოწმოთ იგივე ამბავი სხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით.

„ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რომელშიც საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული: პირველი - ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების გამოვლენა, დასახელება და კატალოგიზაცია; მეორე - მედიაწიგნიერების დონის ამაღლება, რომ საზოგადოება ფლობდეს ე.წ. „ფეიკის“ ამოცნობის ტექნიკას; მესამე - მყისიერი რეაგირება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე - მისი გაბათილება. ჩვენ ვაწყდებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რასაც ჰქვია კრიტიკული აზროვნება - არ შეიძლება მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც ვხედავთ და ვკითხულობთ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება და ეს უნდა მოდიოდეს როგორც სკოლიდან, ისე უმაღლესი სასწავლებლებიდან. ამ ყველაფერზე ერთობლივად უნდა იზრუნონ ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ. სხვანაირად ამ ვირუსის გავრცელებას ვერ შევაჩერებთ. მედიასაშუალებებში ძირითადად დომინირებენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. ნაკლებად ჩანან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც მეცნიერული ანალიზი უნდა მოგვცენ ამა თუ იმ მოვლენაზე. 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამჯერად რაიმე მექანიზმი სიყალბისგან დასაცავად, გეტყვით, რომ ჩვენთან ფუნქციონირებს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები პრემიერ-მინისტრის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში. ამ კუთხით, ასევე, მუშაობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. „მედიაჩეკერი“, რომლებიც ყურადღებას აქცევენ - თუ როგორ ვრცელდება რუსული იდეოლოგია ქართულ რეალობაში. თუმცა, სამწუხაროდ, არასამთავრობოების ის ნაწილი, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე ახორციელებს მონიტორინგს, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს ქართული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ვისურვებდი, რომ არასამთავრობო სექტორმა გაშალოს მონიტორინგის არეალი და მყისიერი რეაგირება მოხდეს ყველა ყალბ ამბავზე“ - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მოამზადა ელენე ფერაძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი