„როცა ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, თუ ეს ყოველივე შერჩათ, ჯობია, მამაკაცმა შარვლის მაგივრად კაბები ჩავიცვათ“ - გმირის წერილი მამას

1993 წლის 5 ივლისს კამანში დაღუპული 22 წლის გმირის - ზურა გურჩიანის საოცარი წერილი მამას.


"გამარჯობა, საყვარელო მამიკო! როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად? კარგადაც მიმყოფოს შენი თავი ღმერთმა. მამიკო, რა არი?! მესმის, შენ გედარდები, მაგრამ მთლად ასე არ უნდა დაეცე. ვისი შვილი არ წასულა ომში, მამი. მე ვერ დაგპირდები დღეს და ხვალ ჩამოსვლას, მაგრამ დაჯის ქორწილში, ჩამოვალ. ასე რომ, ნუ დარდობ და, თუ ღმერთი გწამს, მიმიხედე დედას. მამიკო, დედა სულ მეკითხება მიზეზს აქ წამოსვლისას. მამიკო, მე გეტყვი ერთ რაღაცას, შარშან ბიჭებმა ვთქვით, თუ ომი დაიწყო, გულდედალი იყოსო, ვინც არ წავიდესო. აქ რომ ჩამოვედი, ის ბიჭები, ყველანი, გვარდიაში იყვნენ და იყვნენ პირველი დღიდანვე. ერთი ჩემი ამხანაგი მოკლეს თურმე ოჩამჩირეში და იმის საფლავზე დაიფიცეს, რომ ბოლომდე მდგარიყვნენ. მე რომ შემხვდნენ, მითხრეს, რას შვებიო? თქვენ რას შვებითთქო და მიამბეს ამ ბიჭის ამბავი. ბადრი მუშკუდიანთან ერთად ჩაუგდიათ თურმე ტყვედ, დაჭრილი უწამებიათ, დაიჩოქეო. არ დაუჩოქია და მუხლები მოუმტვრევიათ. ეს ბედი ეწია სამივეს, მათ შორის, ბადრისაც. ჰოდა, მათ საფლავებზე დაუფიციათ ბიჭებს.

მამიკო, დათო ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი იყო, კარატისტი ბიჭი იყო. მე რა მეთქვა, გავშრი...მინდოდა გვარდიაში შესვლა მანამდეც, მაგრამ თქვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. არ მინდოდა ასე დაუკითხავად წამოსვლა, ვიცოდი, არ გამომიშვებდით, მაგრამ ნათქვამი ხომ მაინც მექნებოდა. მერე აუცილებლად ვაპირებდი წამოსვლას, რატომ იცი?!. როცა მტერი აფხაზი იქნება, თუ რუსი, ჩეჩენი თუ ოსი, შენს მიწას გეცილება... ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, შეჭამეო, გეუბნებიან...არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცმა შარვლის მაგივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ და ვქსოვოთ. მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მაშინ, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფარი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე.

მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი. მამიკო, მე ვმერყეობდი. მე და გია რომ ვიყავით აქ, მაშინ ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ახალი ანაფეთქები, მივედი ახლოს და 12 წლის ბავშვი გამხდარიყო ამ აფეთქების მსხვერპლი, დედა-შვილი შეიწირა ამ აფეთქებამ. მამიკო, მაშინ ვთქვი, სანამ პირში მიდგას სული, არ შერჩება არცერთ მომხდურს ქართველის სისხლი.

მამა, ამ გაგებით შევედი გვარდიაში და ამ აზრზე ვარ დღესაც. ის დანარჩენი ჩემი ამხანაგებიც ჩემთან ერთად გამოვიდნენ, გამოვიტანე ჩემი და მათი წიგნაკები. დედას ვანახე, მამიკო... ვერ ვუღალატებ ამ ბიჭებს...დედა მეუბნება, სხვები რომ იმალებიან, შენც დაიმალეო. სხვებივით ვერ შევძვრები თაგვის სოროში მეც...მეტი რა მოგწერო...

მამიკო, გკოცნი და გკოცნი. ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, იყო ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლებიან. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა.მეტი რა, მამი, კარგად იყავი. წერილი წერილია, უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართლად მიმიჩნევია შენს წინაშეც და სამშობლოს წინაშეც. ვიცი, გიმძიმს ჩემი აქ ყოფნა. მამა, ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთხელ გკოცნი. ნუ გეშიანია. დაჯის ქორწილზე აუცილებლად ვიქნები. “ზურა.       Все реакции:572Dali Vera Kukuladze Rijamadze, Irakli Andguladze и ещё 570 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722008200

ჰოროსკოპი

„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...

 ანზორ ოდიშარია

1722006834

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი

1722005988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახე...

კობახიძე

1722001880

ჰოროსკოპი

გაიგეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება საზაფხულო რომანები?

„იქნება სტიქიები მსოფლიოს გარშემო, ეს მოაქვს ნეპტუნს, ამიტომ თუ აპირებთ ზღვაზე წასვლას იყავით ფრთხილად. დაისვენეთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს უაზროდ, ნუ შეიძენთ ზედმეტ ნივთებს, რადგან თავიდან ავირიდოთ ზედ...

ააა

1721999623

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო.  გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი