"სააკაშვილი მორიგ დრამას იწყებს იმ დროს, როცა უკრაინა ომშია, ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ პატრონებს ასიამოვნონ და მითები აცოცხლონ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას უვადო შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

"სააკაშვილი მორიგ დრამას იწყებს იმ დროს, როცა უკრაინა ომშია და მთელი მსოფლიოს ყურადღება, სამართლიანად, არის უკრაინაზე მიპყრობილი.

ამასობაში, ისევ იწყებენ საღი აზრისგან სრულიად დაცლილი დილემის კულტივირებას:

"ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ციხეშია, ხოლო გარეთ მყოფებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ”.

ვიფიქრებდი, რომ ამის დამწერი ან ბრიყვია, ან ქართველებს გვთვლის ბრიყვებად, ან ორივე ერთად.

მაგრამ მგონი უბრალოდ უსინდისოა.

სააკაშვილი არის ყველა ტელევიზიის დღის წესრიგის მთავარი თემა 9 წელია – მნიშვნელოვანწილად, ხელოვნურად.

ეს აწყობს სააკაშვილს, რომელიც გამწარებული იბრძვის, რომ მისი ერთპიროვნული დომინაციის გარეშე არანაირი ცვლილება არ დაუშვას – ამაში ის ნამდვილად არის წარმატებული და აღარ უნდა იყოს.

ეს აწყობს ივანიშვილს, რომელიც ორუელიანურად, სააკაშვილს მიიჩნევს მისი გამარჯვების ბილეთად და როგორც უკვე 9 წელია ირკვევა, მისთვის ძალიან სწორად.

სააკაშვილი 5 თვეა ზის ციხეში და თავს მოვიკლავ ქუჩაში თუ არ გამოხვალთ, ციხის კარს მოგლეჯთ და გამიყვანთო – იძახის!

ამ 5 თვის განმავლობაში ვულგარულობამდე ხელოვნურად უჭირავს ყველა ოპო არხის საინფორმაციო დღის წესრიგი – იგონებენ რაღაც ნიუსებს, რომ თემად დაიჭირონ.

ხალხი ვერ გაჰყავს!

და თურმე სააკაშვილს კი არ აქვს დიდი პრობლემა, ეს ყველაფერი გარეთ მყოფი ოპოზიციის პრობლემა ყოფილა.

მე არ მჯერა, რომ ვინც ამ სისულელეს კულტივირებს, ვერ ხვდება რომ ეს სისულელეა და სააკაშვილსაც ზუსტად ისე აქვს ხალხის გალვანიზაციის პრობლემა, თუ მეტად არა, როგორც დანარჩენ ოპოზიციას – სხვას არავის აქვს ისეთი საინფორმაციო მხარდაჭერა (მეტწილად ხელოვნურად), როგორიც სააკაშვილს.

უბრალოდ, ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ პატრონებს ასიამოვნონ და მითები აცოცხლონ", – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილი ამბობს, რომ მას პუტინის დავალებით კლავენ.

სხვა სიახლეები:

🔵 „მიშა, მალე გამოდი!“ - თათია შარანგია მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

🔵 თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: ციხეში რომ რაიმე დაემართოს, სახლებიდან გამოგათრევთ ხალხი!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე