შალვა ნათელაშვილი: პატრიარქმა წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო თურმე - მოკლედ ვულოცავ, დაბადების დღეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იუბილეს ეხმაურება და პოლიტიკოსების პატრიარქთან გადაღებულ ფოტოებს აკრიტიკებს:
"რა უნდა ამ სატანას პატრიარქთან???
მახსოვს 2013 წელს ყაზბეგში მქონდა საარჩევნო შეხვედრები რა თქმა უნდა მახლდნენ ტელევიზიებიც.
როდესაც ადგილობრივმა აქტივმა მითხრა პატრიარქი აქაა სნოში იქნებ მოგენახულებინაო, მე სიხარულით გავეშურე მასთან, თუმცა გზაში შემოგვითვალეს, რომ პატრიარქთან ჩემი არა თუ ტელეკადრი, არამედ ფოტოს გადაღებაც არ დაიშვებოდა.
ადგილზე მისვლისას უწმინდესის დაცვას უკლებლივ ყველას ეცვათ ქართული ოცნების მაისურები, ხოლო პატრიარქმა მათ მოსასმენად წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო თურმე.
მოკლედ ვულოცავ, რა თქმა უნდა დაბადების დღეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი, რომელსაც ბნელ მასას ღმერთად უცხადებენ რაც ქრისტიანობასთან უკვე ძალიან შორსაა.
სადმე გინახავთ, რომ პოლიტ-ლიდერები თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელები იჩოქებდნენ სასულიერო პირი წინაშე ყველას დასანახად.
არავითარი სახელმწიფო ჩვენგან კაი ხანი არ შედგება.
ჩვენ ვქმნით მუდმივად კერპებს, ვამსვრევთ და მერე ისევ ვქმნით.
აქაა სწორედ ჩვენი განუკურნებელი პრობლემა", - წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუკზე.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 89 წლის გახდა.
სხვა სიახლეები:
🔳 კობახიძის პასუხი აშშ-ს საელჩოს: ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას, ეს არ უნდა დავუშვათ
🔳 "დღეისთვის "ომიკრონის" 148 ლაბორატორიული შემთხვევაა დადასტურებული" - თამარ გაბუნია
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...