შალვა ნათელაშვილი: როგორც კი გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო - სასიამოვნოა, რომ ასე ეშინიათ ჩვენი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, მის მიერ სოციალურ ქსელში გუშინდელი გამოკითხვის ჩატარებაზე გამოხმაურებებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს:
"როგორც კი, გუშინ "ტვ პირველის" ეთერით მოვუწოდე იმ სოციალურად დაუცველ ელექტორატს, ვინც წლებია ფულზე ყიდის საკუთარ ხმას, ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, თან გავახსენე ისტორიული ფაქტი.
ამგვარი კატეგორიისათვის ევროპაში საარჩევნო ხმის ჩამორთმევაზე ისტერიული ღრიანცელი ატეხეს ივანიშვილის მონა ტვ იმედმა, რუსთავი2- მა და საზოგადოებრივმა.
ახლაც ვიმეორებ, ხმის გამყიდველი არ მარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს, არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას.
სამწუხაროდ ბიუჯეტის ქურდმა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი დღეს კი მის დამცველად მოგვევლინა თანაც ვისგან?
ჩემგან ამ ჩვენი გმობის კამპანიას აქტიურად დაუჭირა მხარი სამუდამო კაიფში ჩარჩენილმა ვაი- ოპო- დეპუტატმა ცხინვალთან შარვალჩახდილმა მეგრელიშვილმა და კაცის კაცზე დამაქორწინებელმა კორძაიამ.
მოკლედ ქირურგიული ოპერაცია სჭირდება უიმედოდ ავადმყოფ რეჟიმს, რასაც მიიღებენ იმედია უფასოდ.
ალბათ გაინტერესებთ მთელი ეს ღრიანცელი, რატომ გახდა საჭირო? როგორც კი სოციალურ ქსელებში გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც.
სასიამოვნოა, რომ ჩემი ერის მტრებს ასე ეშინიათ ჩვენი.
ვპირდები შემდგომშიც არ მოვაკლებ დაუვიწყარ წუთებს", - წერს ნათელაშვილი.
ამავე თემაზე:
🔳 "შევიდე პარლამენტში?" - შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...