თამთა მეგრელიშვილი: ჩნდება კითხვა - კეზერაშვილის ხელწერას იმეორებს დიმიტრი ჩიქოვანიც თუ ეს პირდაპირ კეზერაშვილის ხელწერაა?! ფაქტია, რომ შემთხვევითი არაა შალვა რამიშვილის მიმართ დაწყებული „გაშავების“ კამპანია

"ჩნდება კითხვა - კეზერაშვილის ხელწერას იმეორებს დიმიტრი ჩიქოვანიც თუ ეს პირდაპირ კეზერაშვილის ხელწერაა?! ამაზე პასუხს მალე გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევითი არ არის შალვა რამიშვილის მიმართ დაწყებული „გაშავების“ კამპანია; შემთხვევითი არ არის ქალბატონი თათიასა და დიმიტრი ჩიქოვანის შეხვედრა და მათ შორის დაპირისპირების ნიადაგზე კარადაში დაკეტილი ქალბატონის პოვნა", - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროდასავლურობა მითია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები აქვს ადამიანის წამებაზე, ქართველი კაცის გაუპატიურებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქონების წართმევაზე, ადამიანების გატაცებასა და ზღვაში დაძირვაზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი აკადემიური წრის პირდაპირ ჩარეცხვაზე.

ეს არის ძალა, რომლის პროდასავლურობა მითია. ეს არის ძალა ქართულ პოლიტიკაში - რუსული ხელწერით.

დიახ, მხოლოდ ფაქტებით - რუსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსებზე გაყიდა ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“; ჟინვალჰესი, შაორჰესი... გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, მე-10 ენერგობლოკი, მაღალი ძაბვის გადამცემი 500-კილოვატიანი ხაზები - „მადნეული“, საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან, ელმავალმშენებელი ქარხანა და სხვა.

სამწუხაროდ, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მხოლოდ უკვე ჩამოთვლილზე შევჩერდები.

ახლა, მინდა შევეხო პოლიტიკური რეინკარნაციის შედეგად კვლავ გამოჩენილ კეზერაშვილს, რომელიც ამ სისტემის („ნაციონალური მოძრაობის“) ორგანული ნაწილი და არაერთი უკანონო დავალების შემსრულებელი იყო და ამადვე რჩება.

ეს არის კაცი, რომელიც 2008 წლის ომით გამდიდრდა, დიახ, ომით, ხალხნო! მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები სამშობლოსთვის იხოცებოდნენ, ეს საბრძოლო იარაღს ყიდდა და ფულს ითვლიდა.

ამას გარდა, ის არის კაცი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დავა წააგო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის გამო, 5 060 000 ლარი აქვს გადასახდელი.

ამ ამბებს არანაკლებ მძიმე საქმე წამოეწია - გაირკვა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა, მათ შორის მოხდა მწვავე კონფლიქტიც. (თათია სამხარაძე - ქალბატონი, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს).

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველები მივიდნენ და თათია სამხარაძე ბინაში, კერძოდ კარადაში იპოვეს. ჩნდება კითხვა - კეზერაშვილის ხელწერას იმეორებს დიმიტრი ჩიქოვანიც თუ ეს პირდაპირ კეზერაშვილის ხელწერაა?! ამაზე პასუხს მალე გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევითი არ არის შალვა რამიშვილის მიმართ დაწყებული „გაშავების“ კამპანია; შემთხვევითი არ არის ქალბატონი თათიასა და დიმიტრი ჩიქოვანის შეხვედრა და მათ შორის დაპირისპირების ნიადაგზე კარადაში დაკეტილი ქალბატონის პოვნა.

ნუთუ თათია საგანგებოდ დაიბარეს და შენიშვნა მისცეს, ნუთუ მან კეზერაშვილის დავალება კარგად ვერ შეასრულა?! არ ვიცი, ეს ყველაფერი გაირკვევა, კარგია, რომ ქალბატონი თათია გადაარჩინეს, ის უვნებელი და ცოცხალია.

ეჭვია, ამ საქმეს თავისი დამკვეთი და შემსრულებელი ჰყავს. ეჭვია, რაღაც დიდ სქემას აეხდება ფარდა და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საგანგებოდ გაცოცხლებულ საქმეს, ფაქტია, ქალბატონი თათიასა და დიმიტრი ჩიქოვანის სულ ცინცხალი, ახალი საქმე ჩაენაცვლება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi