ტიკარაძემ მარტო ამ განცხადებისთვის უნდა აგოს პასუხი-ეკა კვესიტაძე

საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 „მწვანე პასპორტით“ – ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტიკარაძე კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, “დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ”.

მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი, “მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ჯოჯოხეთია, ქვეყანა კი არა. ტიკარაძემ მარტო ამ განცხადებისთვის უნდა აგოს პასუხი”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ცვლილებებს ეტაპობრივად შეეგუოს.

„ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ – საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმებს და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება. კოვიდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი, ან რა რაოდენობის ანტისხეულების რაოდენობა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას და თუ იქნება რეგულაციები და ასევე ნიშნული, რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად, ჩვენ მივიღებთ ამასთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:
🔵აბა, ახლა გაბედოს და ვინმემ ოპოზიციიდან მიპასუხოს განაწყენებულმა, რომ “ახლა ამის დრო არ არის” - თაკო ჩარკვიანი

🔵„ერთადერთი შვილი დაკარგა, გვიჭირს, მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ“

🔵ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730901498

ახალი ამბები

წიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი

წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...

ხელყუმბარა

1730899898

სოციალური მედია

„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...

ანუკი არეშიძე

1730898883

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...

ააა

1730895391

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...

ნინი ქარსელაძე

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში