ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

 საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ არა ცესკოს რიგი წევრების კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა, ცესკოს ზოგიერთი წევრის პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის გამო 42 ქვეყანაში მყოფი 65 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარჩებოდა ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა, როგორც განცხადებიდან ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უკანონო, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე კანონის დაცვა.

მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არჩევნები საერთო საქმეა და ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ზრუნვა მასში ჩართული ყველა მხარის მოვალეობა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული