ცესკო საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.
ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.
დეტალურ ინფორმაციას სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით. მანამდე კი, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ საზღვარგარეთ ხმის მიცემის თემას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ამომრჩევლის ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1730985305
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1730981437
საზოგადოებაკომპანია Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია
ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარ...
1730981327
სოციალური მედიაქეთევან ხატიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთად ვარჯიშობენ. გარდა ა...
1730981136
მსოფლიოროგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო
ცნობილმა რეპერმა Puff Daddy-მ 55 წლის იუბილე ციხეში აღნიშნა. მუსიკოსი და ყველაზე დიდი წვეულებების ავტორი, საკუთარ დაბადების დღეს ბრუკლინის იზოლატორში შეხვდა, ასევე უცხოურ მედიაში გავრცელდა ფოტო, თუ რო...
1730977746
სოციალური მედია„მიყვარხარ“ – როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე ბავშვობაში
ლეგენდარული ფეხბურთელის, რეზი არველაძის ცოლი, დიზაინერი თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში საკულტო სილამაზის მქონე მოდელ მაკა ასათიანთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს. „მიყვარხარ“, – წერ...