"წითელი ფერი საბჭოთა კავშირს მახსენებს და მეშინია" - რას წერს დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი

გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ივდო ოტობარი, დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიციის აღდგენას ეხმაურება, რა დროსაც იქ მოქალაქეებისთვის შესვლა დროებით შეიზღუდა.
"რამდენიმე დღეა ამ პოსტის დასადებად აქეთ-იქით წანწალში ვერ მოვიცალე.
ახლაც მატარებლიდან ვდებ.
დაახლოებით, 2 წლის წინ, დადიანების სასახლეში შესვლისთვის 5 ლარი გადავიხადე.
აიდი ბარათზე მეწერა სტატუსი ,, სტუდენტი", თუმცა იმ მომენტში უნივერსიტეტში სწავლა დასრულებული მქონდა და როგორც პასუხისმგებლობიანმა მოქალაქემ წესი არ დავარღვიე.
მარტო არ ვიყავი.
ვინც მომყვებოდა ის პირველად იყო.
სამწუხაროდ, თითქმის ვერაფერი ვნახეთ, რადგან ოთახების ნაწილი დაკეტილი იყო.
პლუს, სარკეში ,,სელფი" აგვიკრძალეს.
არადა, რომელიმე ექსპონატი არ გამოჩნდებოდა.
ამ დროს, ვიღაცას მოუნდა ოცნება აეხდინა და სასახლე მთლიანად იქირავა.
ვისი ფული დაიხარჯა ამაში ეგ საკითხავია.
მჯერა, ჩვენი (ხალხის) ფულია და შესაბამისად, მხოლოდ ერთი ტელევიზიით არ უნდა გაშუქდეს.
თან სამთავრობო არხით.
კი, ძალიან კარგი იდეაა მეჯლისის ტრადიციის აღდგენა, სასახლის და ეზოს მორთულობაც საკმაოდ ლამაზია.
პირადად, ამდენ დეტალში არსებული წითელი ფერი საბჭოთა კავშირს მახსენებს და მეშინია.
ჩემთვის ისტორიულ სასახლეში მხოლოდ ,,რჩეული" ხალხის დაპატიჟება, თან თბილისიდან ჩამოყვანა მიუღებელია.
მაგ. ნოეს მეუღლეს რა დამსახურება ჰქონდა, ამ უკანასკნელის ცოლობის გარდა არ მესმის.
ღმერთმა ტკბილად შეაბეროს, მაგრამ იქნებ ყოფილიც ჩამოეყვანათ, შვილების დედაა.
დარწმუნებული ვარ, რომ არა პროტესტი ის 3 დღეც არ ეღირსებოდათ ზუგდიდელებს იქ შესვლა.
თუ მეჯლისი ყოველწლიური ხასიათის გახდება და ისევ ,,სამეფო კართან" დაახლოებული პირები უნდა დაესწრონ, ხომ არ აჯობებს, მონარქია დავაბრუნოთ?
ისედაც ,,კბილებით დასაცავია" ჩვენში დემოკრატია.
თანაც რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის ფულს და წყალს დავზოგავთ", - წერს ივდო ოტობარი.
ამავე თემაზე:
🔳 დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა (ფოტო)
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...