ზუსტად ორი წლის წინ, სწორედ 19 დეკემბერს დაჭრეს ცოტნე. დაჭრაც არ ჰქვია ადამიანის ისეთ გამეტებას - გუჯა ბიძია

რეჟისორი, გუჯა ბიძია, ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი, 2 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაჭრეს. 

"ზუსტად ორი წლის წინ, სწორედ 19 დეკემბერს დაჭრეს ცოტნე. დაჭრაც არ ჰქვია ადამიანის ისეთ გამეტებას, რაც მას დამართეს.
ხო, ორი წელიწადი გავიდა.
და ბევრი რამ მოხდა ამ ხნის განმავლობაში, და რაც მოხდა იქედანაც ჩანს, რომ დღეს, ადამიანებს, განსაკუთრებით გვჭირდება ღმერთი, განგება, უმაღლესი გონი, თუ რაც არის, მაგრამ რომ არის ფაქტია, რადგან ყველაფერს კანონზომიერება მართავს და მიზეზ - შედეგობრიობა.
და რადგან სწორედ ჩვენ,
მე, შენ და ის, გავჩნდით ამ ქვეყანაზე, და არა სხვა,
როცა მილიონიდან ერთი შანსიც არ იყო და მაინც გავჩნდით, ესე იგი რაღაც დანიშნულება დაგვეკისრა..
რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჭამა, სმა, და საკუთარი თავის მიცილებაა სასაფლაომდე.
დაგვეკისრა, ხო, ადამიანობა დაგვეკისრა, და თუ დაგვეკისრა, ესე იგი შემთხვევითობა არ არსებობს, და არსებობს ღმერთი, განგება, თუ გონი.
და რაც არსებობს, მინდა იყოს იმათ გვერდითაც , ვისაც შეიძლება არცა სწამთ ღმერთი, მაგრამ თავისი ცხოვრებით და საქციელით სულ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, რადგან ადამიანის სიყვარული ამოძრავებთ, სიმართლეს ემსახურებიან და ეს სიყვარული და სიმართლეა სწორედ ღმერთი.
დღეს ნიკოლოზობაა.
სასწაულმოქმედიაო წმინდა ნიკოლოზიო, ამბობენ,
ხო, და შეეწიოს ცოტნეს და ყველას,
ვისაც ცოტნესავით არა აქვს ჯერ საშუალება, თქვას ის, რასაც ამბობდა, და აკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა ადამიანებისთვის.
შეგეწიოს, ძმობილო,
შენ და მთელ საქართველოს!",-წერს, გუჯა ბიძია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ღორის დაკვლაზე იყვნენ"-დაჭრილია 24 წლის ბიჭი

🔵VIDEO: ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა - საზეიმო დახვედრა აეროპორტში

🔵20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - წმინდა დღეთაგან ერთ-ერთი დღეა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი

1741092844

ახალი ამბები

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...

მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

1741091557

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...

ირაკლი კობახიძე