„ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო“ - სოციალური მედია

„საშინლად გულნატკენი ვარ და უნდა დავწერო. წვიმდა, ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვედი, მოხუცი ბაბუ იდგა ქოლგას ვერ ხსნიდა, დაგეხმარებიმეთქი, გაგახარებს ღმერთი ბაბუაო.“ - წერს ოზურგეთელი მარიკა მიქატაძე. 

„თან აკანკალებდა, ვინ იცის ციოდა თუ შიოდა. რამე ხომ არ გინდა ბაბუ-მეთქი ვკითხე. არა ბაბუა, რამ წამომათრია ბერიკაცი მარა შაქარი და თუთუნი მინდოდაო, ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო. თურმე გაწვეტილა ყველგან და რაფერ დამითმობდა. იმის მერე მევიარე ყველაფერი და არაა არსადო.

გული კინაღამ ამომივარდა. გამიმართლა, 2 კგ. შაქარი მქონდა ნაყიდი. - მე მოგცემ ბაბუ-მეთქი, არაო გადაირია, მერე ფულს მაძლევდა, რომ არ გამოვართვი ტირილი დაიწყო. სად ცხოვრობ-მეთქი ვკითხე, არ უთქვამს გაუჩერებლად მლოცავდა. დავემშვიდობე და წამოვედი მისი ლოცვა მომყვებოდა.

ახლა მე მაკანკალებდა ბრაზით. იმ ახალგაზრდა კაცზე ვბრაზობდი. ნეტა მამა ან ბაბუა არ ჰყავდა არასდროს? ან ადამიანის სისხლი აქვს? ან ღმერთის არსებობა იცის?
მერე გამახსენდა რამდენიმე დღის, წინ ვიდეო ვნახე უკრაინაში ვიღაც ბიჭი პურს არიგებდა და ყველა უკრაინელი თითო პურს ართმევდა.
იქ ომია.....
ჩვენთან?...
რა გვემართება?“ - წერს მარიკა მიქატაძე.

სხვა სიახლეები:

📌 „სირცხვილია ხალხო, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, 1 კილოგრამი შაქარი, რომ იყიდოს... დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით“ - არჩილ ნიჟარაძე

📌 რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ მაინც მიაქირავეთ რუსს სახლი?!

📌 ხატია ჯანაშია: ზუგდიდში პროდუქტები საწყობშიც დამთავრდა - საკუთარი მოსახლეობის შიმშილის ხარჯზე სხვა ქვეყნისთვის საქველმოქმედოდ პროდუქტების გაგზავნა ნორმალურია?!

📌 "რომელ უკრაინის დაცვაზე მესაუბრებით, როცა შენი ქვეყნის სადარაჯოზე მდგარ რიგით "ჯარისკაცს" ასე ეპყრობით?" - ფეისბუკ მომხმარებლის ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს

📌 რუსი სამხედროები “კამაზებით” და “ზილებით”

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741095905

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1741095859

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...

ირაკლი კობახიძე

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1741094261

ახალი ამბები

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...

საქართველოს სკოლებ

1741093691

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ვალუტის კურსი