ხატია ჯანაშია: ზუგდიდში პროდუქტები საწყობშიც დამთავრდა - საკუთარი მოსახლეობის შიმშილის ხარჯზე სხვა ქვეყნისთვის საქველმოქმედოდ პროდუქტების გაგზავნა ნორმალურია?!

ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" დამფუძნებელი ხატია ჯანაშია, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ზუგდიდში, საკვები პროდუქტების მარაგის სავარაუდო ამოწურვის შესახებ წერს და მიზეზებს განმარტავს.
ჯანაშია სვამს კითხვას, ვის ეკისრება ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა და თუ აქვს ხელისუფლებას, მარაგების ამოწურვის შესახებ სათადარიგო გეგმა...
"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბითუმო მაღაზია "ჯიბე"-ს დახლები ნახევრად დაცარიელებულია, პროდუქტები საწყობშიც დამთავრდა, მხოლოდ ისაა რაც დახლებზე დევს და საიდან ვიცი? - კომპეტენტური და საქმეში ჩახედული პირისგან.
ის ქვეყნები, საიდანაც პროდუქტები შემოდიოდა (უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია) ქვეყანაში აღარ შემოდის, ხოლო რაც გვაქვს იმის მარაგიც იწურება.
ახლა კი მაინტერესებს, საკუთარი მოსახლეობის შიმშილის ხარჯზე სხვა ქვეყნისთვის საქველმოქმედოდ პროდუქტების გაგზავნა ნორმალურია?!
მესმის, რომ უკრაინაში ომია, მესმის ხალხი რა დღეშიცაა და რომ მათ დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას შიმშილისთვის ვწირავთ?!
ვინაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?!
ხომ უნდა იყოს რაღაც გეგმა თუ რას ვუპირებთ ჩვენს მოსახლეობას?!
ნუ ჩამომართმევთ ამ პოსტს როგორც დაყვედრება და ნუ გამომაცხადებთ ბოროტად, ამას იმიტომ ვწერ, რომ ქვეყანაში მართლაც არის იმის საშიშროება, რომ მალე შიმშილობა დაიწყოს, თან ბაზარში ფასებმაც პროდუქტებზე საგრძნობლად მოიმატა და ეს მას მერე, რაც საბითუმო მაღაზიებში პროდუქტების დახლები დაცარიელდა.
პ.ს. მარტივად ჩამოვაყალიბებ კითხვას:
პირველი: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
მეორე: რა სათადარიგო გეგმა არსებობს, საკვების მოსალოდნელი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად?
ფოტოები გადაღებულია "ჯიბე"-ში დღეს, 09.03.2022", - წერს ჯანაშია.
Reuters-ის თანახმად, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინა წლის ბოლომდე კრძალავს ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტს.
სხვა სიახლეები:
🔲 შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
🔲 მარიუპოლს რუსული სამხედრო კოლონა უახლოვდება
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...