კომპანია „ფერი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, - აღნიშნულის შესახებ კომპანია „ფერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ჩვენი კომპანია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან, ჩართულია ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ, სამშენებლო და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში.
ბოლო 33 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომლის პარტნიორები, დამკვეთები და კონტრაქტორები იყვნენ როგორც ქართული, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპული (საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, იტალია და ა.შ.) და აზიური (თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.) კომპანიები.


ჩვენ ამ კომპანიებთან როგორც ევროპულ ფინანსურ ინსტიტურებთან, ასევე ქართულ ბანკებთან თანამშრომლობით, განვახორციელეთ ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო პროექტი და როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ, კარგად ვიცით ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.


საკამათო არ არის, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა განიცდის მნიშვნელოვან აღმავლობას, რაც სტატისტიკური მონაცემებით, და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება. აღნიშნული მნიშვნელოვნად განპირობებულია ქვეყანაში არსებული მშვიდობითა და სტაბილურობით (რამდენადაც ეს შესაძლებელია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, ზოგადად მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე). ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს წრეებთან უშუალო და საქმიანი ურთიერთობით და ბისზესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნით.
ქვეყანაში ინიცირებულია და მოქმედებს მრავალი პროგრამა და ბიზნესის ხელშეწყობის სქემა. რაც თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს არაერთ ახალ წამოწყებას და არსებულ საწარმოებს განავითარონ მათი შესაძლებლობები

და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში.
ჩვენ, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს კეთილმოსურნეები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობით. რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს ბიზნესსა და მის მომავალ გეგმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკასა და პერსპექტივებზე.
ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორ კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, გულისხმობს მაქსიმალურ გახსნილობას და გამჭვირვალობას შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულობის მოთხოვნების დაცვის კუთხით.


აღნიშნული ვრცელდება როგორც ჩვენი და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ასევე ბიზნეს ოპერაციებზე. ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, რასაც კეთილსინდისიერად ვასრულებთ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვთვლით რომ როგორც ქვეყნისთვის ზოგადად, ასევე მისი ევროპული მომავლისთვის არსებითია საქართველოს სტაბილურობისა და კონსტიტუციით განსაზღვრული კურსის შენარჩუნება, რაც არ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში საყოველთაოდ აღიარებულ და მისაღებ პრინციპებთან, ისეთი როგორიც არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფომ, ასევე პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკის განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სიარული და ასევე ქვეყანაში შესაძლებელი იყოს ისეთი დემოკრატიული პრინციპის დანერგვა, როგორიც ფინანსური გამჭვირვალობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715507230

სოციალური მედია

„მიხარია, რომ ნორმალურ ადამიანებსაც იგივე განცდა აქვთ ევროპაში“ - რას წერს თამარ ივერი ევროვიზიაზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება. აღნიშნულ ფ...

სს

1715503281

საზოგადოება

უჩა აბაშიძესა და მის ცოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გახსნიდა...

უჩა აბაშიძე

1715501616

ახალი ამბები

„მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა“ - პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

ვიდეომასალა

1715501301

ახალი ამბები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზო...

ამინდი

1715498440

საზოგადოება

12 მაისი კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.  კვირაცხოვლობას აგრეთვე ეწოდება თომას კვირა. წმინდა ს...

კვირაცხოვლობაა