ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან... იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? აქ არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით და ეს მაგალითი ერთ-ერთია - ლაშა გეგეჭკორი

„ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე“, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის მერიის თანამშრომელი ლაშა გეგეჭკორი წერს.

როგორც იგი წერს, ნანა გეგეჭკორი საჯარო მოხელეა და თბილისის მერიაში არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით.

„ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. ის პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. ბოლო პერიოდშიც ხშირად ჩნდება აქციებზე, უფრო მეტიც - მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა “არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის შეკრებაში და დადგნენ სწორ მხარეს.”

იცით თუ არა, რომ ის თვითონ გახლავთ საჯარო მოხელე და თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის და არც ამ მოწოდებისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება, რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე.

თბილისის მერიაში არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით და ეს მაგალითი ერთ-ერთია. ჩვენთან თანამშრომელი მოვალეობის შესრულების ხარისხით ფასდება. მეც საჯარო მოხელე ვარ, თბილისის მერიაში ვმუშაობ და როგორც ის მხარე წერს, არავინ მაძალებს 29 აპრილს შეკრებაზე წასვლას. მივდივარ ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, რომ საქართველო ირჩევს მეგობრებს და არა-ბატონებს! მივდივარ იმიტომ, რომ მინდა საქართველოს მომავალი ბედი საქართველოში გადაწყდეს! თქვენ კი ამისთვის მოსყიდულს მეძახით. შეურაცხყოფას მაყენებთ, ძალით მიგათრევენო.

ცოტა “სტავკა” აგეწიათ, რით ვერ გამოხვედით ხახვი/კარტოფილის ნაციონალური ბადურიდან. არავინ დაგვაჯილდოებს ღირსების მედლით მე და ჩემნაირ ასიათასობით ადამიანს 29 აპრილის შეკრებაზე მისვლისთვის. არც გვინდა, ჩვენი სინდის-ნამუსი გვკარნახობს სად, როდის და რატომ მივიდეთ.

ბოლოს კი,როგორც €პარლამენტარი კუბილიუსი იტყოდა, “how are you my friends…”, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715198650

ჰოროსკოპი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ...

ზოგადი

1715198498

საინტერესო ამბები

„ვუთხარი, მითხარით მიზეზი, რის გამოც შვილი არ მიჩნდება -მეთქი და მითხრეს, არც გაგიჩნდებაო“ - რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან უშვილობის პერიოდი გაიხსენა. „ქალს, რომელსაც ტაბუ მქონდა დადებული, რომ შვილი არ შემეძინებოდა, მომცა. არ მახსოვდა არც გათ...

ლაურა რეხვიაშვილი

1715193784

საზოგადოება

„ბიჭო, ქრისტიანული დასავლეთი ყ**ობაა?“ - საინფორმაციო სააგენტო for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტო for.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას...

ჩანაწერებიჩანაწერები

1715190187

ახალი ამბები

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი“ - ირაკლი კობახიძე

„ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს....

ირაკლი კობახიძე

1715189234

საზოგადოება

9 მაისს „წაჩხურობა“ აღინიშნება

წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.  წელს...

წაჩხურობა