"რა კაცი ხართ თქვენ: კარგი თუ ცუდი, მცოდნე თუ უვიცი, კეთილი თუ ბოროტი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, სააკაძეზე მეტი რა გააკეთეთ, გვითხარით, გაგვანათლეთ" - ირმა ინაშვილი გია მურღულიაზე

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"უნდა ვაღიარო, რომ მაშინ, როდესაც ბევრი აღფრთოვანებული იყო ამ ბატონით, მისი თითქოსდა ცოდნითა და ერუდიციით, მე ის არასდროს მომწონდა, შინაგანად ყოველთვის რაღაცა მაბრკოლებდა. ამ საღამოს კი,  თავად ბატონმა მურღულიამ გამცა პასუხი, რა იყო, თურმე, ჩემი დაბრკოლების მიზეზი.

გიორგი სააკაძის ძეგლი რატომ უნდა იდგეს  ტექნიკური უნივერსიტეტის წინო, მართალია, მარტყოფით გადაგვარჩინა, მაგრამ ბაზალეთის ომიო?! და აშკარად დიდი უვიცობა და სიბნელე გამოავლინა, როდესაც საუბარი ბაზალეთის ეპიზოდზე დაიწყო. ბევრი კი წაუკითხავს, მაგრამ მთავარი ვერ გაუგია. ამდენ უვიცობას რომ აფრქვევს ბატონი მურღულია, უკვე ჩანს, ვინაა და რას წარმოადგენს. 

გიორგი სააკაძემ ბევრჯერ გადაარჩინა თეიმურაზი, ბევრჯერ იხსნა და დაეხმარა. ბაზალეთის ომის მერე, თეიმურაზმა კვლავ შაჰის ხალათი ჩაიცვა და ქვეყანა კვლავ ირანს დაუმონა. გიორგი სააკაძე კი, გაეცალა საქართველოს, საქართველოსთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. მარტყოფსა და ბაზალეთს შორის განსახვავებას რომ ვერ ხედავს (თან, ვითომ ხედავს) ეს ბატონი, ესაა საინტერესო და დამაფიქრებელი.

მარტყოფში სააკაძემ სპარსეთის ჯარის ნახევარი გაანადგურა. ირანი ფეხზე ვეღარ დადგა. ამას თავად სპარსი ისტორიკოსები წერენ და ადასტურებენ!  მარაბდის ომიდან თეიმურაზი გაიქცა და ეს ომიც, ოღონდ პარტიზანული ბრძოლებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში სწორედ სააკაძემ მოიგო. თეიმურაზი კი, მთელი ეს სამი თვე იმალებოდა. ბაზალეთზე ქართველთა შორის ომი იყო... ეს სულ სხვა ომი იყო, თავისი შინაარსით და მასშტაბით. ვიმეორებ: სააკაძე გაეცალა ამ ომს. ქვეყანა არ დაზიანებულა. გარდა იმისა, რომ თეიმურაზმა კვლავ შაჰის ხალათი ჩაიცვა და ეს ომიც იმიტომ მოხდა, რომ თეიმურაზს შაჰის ხალათის ჩაცმა უნდოდა, რაც ბოლოს და ბოლოს გააკეთა კიდეც.

საუბრობდა რა სააკაძეზე, ბატონმა მურღულიამ ბრძანა: არა, კი არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ ეს კითხვაო, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ხომ მაქვს კრიტიკული აზროვნების უფლებაო?! უფლებაც გაქვთ და თავისუფალიც ხართ, მაგრამ თქვენნაირი ხალხი მე ძალზედ სახიფათოდ მიმაჩნია ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისთანაც თქვენ, სამწუხაროდ, შეხება გაქვთ. თან, დადებითი და მცოდნე კაცის იმიჯით სარგებლობთ და თან, ვერაგი და ბოღმა ბრძანდებით. გიორგი სააკაძის თავდადება ისტორიაში შესულია სამუდამოდ და შემდეგნაირად- სააკაძის თავდადებამ ჩვენ გადაგვარჩინა, როგორც ერი! საქართველო გადაარჩინა, როგორც საქართველო!!!!!!!!!!! რომ არა გიორგი სააკაძე, დღეს სპარსი იქნებოდით, ბატონო გია, სპარსი.

ახლა მეც მინდა დავსვა რამდენიმე კითხვა. ბატონ გიას ვარწმუნებ, მეც ვარ თავისუფალი ადამიანი და მეც ვსვამ კრიტიკულ შეკითხვებს. რა კაცი ხართ თქვენ: კარგი თუ ცუდი, მცოდნე თუ უვიცი, კეთილი თუ ბოროტი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, სააკაძეზე მეტი რა გააკეთეთ, გვითხარით, გაგვანათლეთ. იქნებ უბრალოდ გშურთ მისი და გინდათ, რომ თქვენი ბიუსტი დადგან სააკაძის ძეგლის ადგილზე?!  აუცილებლად გავაგრძელებ ამ კითხვების დასმას საჯაროდ, ღიად... და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენნაირმა ვითომ კარგებმა, ვითომ მცოდნეებმა, ვითომ მოაზროვნეებმა და ვითომ კაცებმა სხვების კითხვებზე პასუხის გაცემა ისწავლონ.

და ერთიც: ჩემნაირების ბრძოლის შედეგია, დღეს რომ თავისუფლად საუბრობთ "იმედის" ეთერში და ვითომ კრიტიკულ და ამ დროს, უსინდისო კითხვებს სვამთ. ჩემნაირებს რომ არ ებრძოლათ, ისევ წინა რეჟიმის კალთაში გექნებოდათ თავი ჩარგული, როგორც მთელი ის წლები იყავით. თუმცა, თქვენნაირები ყოველთვის პოულობენ თავის ჩარგვის ადგილს.

ეჰ, ეს რა ბედი ჰქონია გიორგი სააკაძეს...",-წერს, ირმა ინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ყველაზე მაგარი ქართველი ემირანტები გვყავს... არ ვიცი როდესმე თუ გადავიხდი თქვენს ამაგს ❤️!" - ნინი შერმადინი  

🔵მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? - ნიუტონის, ვანგას, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715889835

საზოგადოება

შუქი 7 რაიონს გაეთიშება - გადაამოწმეთ მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:  ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის  მიმდება...

შუქი დენი

1715885932

ახალი ამბები

პოლიციამ გარდაბანში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა - შსს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი....

პოლიცია

1715879855

ახალი ამბები

გარდაბანში ძმამ და მოკლა

გარდაბანში ძმამ და მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ძმა დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი სასიკვდილოდ დანით დაჭრა. ეჭვმიტანილი ადგი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1715879179

საზოგადოება

,,გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას” - საპატრიარქო

,,გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას", -...

დდ

1715875878

ახალი ამბები

ერდოღანი: ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში და ერთმანეთს 18 ივნისს დორტმუნდში დაუპირისპირდებიან, ორივეს წარმატებას ვუსურვებ წინასწარ

 ჩვენი შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირ...

თურქეთის პრეზიდენტი