"რუსეთი დამარცხდება! რუსეთი იმარხება თავისივე ბოროტებაში!" - ასტროლოგი რამაზ გიგაური

"რუსეთი იმარხება თავისივე ბოროტებაში, თავისივე უსამართლობაში. რუსეთი დამარცხდება!უნდა დამარცხდეს და დამარცხდება," - ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტით გვიხსნის, რატომ არ უნდა დავიღალოთ უკრაინის მხარდაჭერით"
"მე მესმის, თუ როგორი დამღლელია ეს ყველაფერი:
მესმის, თუ როგორ ცდილობთ გაჰყვეთ ინფორმაციას და ეძებთ იმედს და სინათლეს;
მესმის, რომ ღამის სამზე, ოთხზე იძინებთ და დილით დაღლილი იღვიძებთ;
კი, რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელია.
მაგრამ თქვენ მხოლოდ ინფორმაციის გაგება გღლით, ეს გაშინებთ, წარმოიდგინეთ როგორ იღლებიან და ეშინიათ უკრაინაში ბავშვებსა და ქალებს.
ჩვენ შეგვიძლია მოვარიდოთ თვალი ამ ყველაფერს, ჩავკეცოთ საიტი, რომელიც მოკლული ბავშვების ფოტოებს გვიჩვენებს ან გამოვრთოთ ტელევიზორი და ცხელი ყავა მოვსვათ.
არ დაიღალოთ!
ვისთვისაც ჩემი სიტყვა ძვირფასია, მინდა იცოდეს, რომ რუსეთი - ჩვენი მტერია და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ.
ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.
არასდროს შევეგუოთ ამას!
ყველა მიუხედავად ეროვნებისა, მოქალაქეობისა, უნდა გაერთიანდეს ამ „წითელი ჭირის“ მოსაცილებლად.
ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე კოვიდი.
უფრო მეტს ხალხს ხოცავს და მათ ტვინებს აუკუღმართებს.
ამიტომ არ დაიღალოთ!
ეს ღალატი იქნება ჩვენი წინაპრების, ჩვენი მამა-პაპის მიმართ.
ეს ღალატი იქნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის და საერთოდ, რუსეთთან ომში მოკლული ყველა გმირის მიმართ.
არავინ გთხოვთ „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებას.
უბრალოდ, გთხოვთ, რომ არ დაიღალოთ და არ შეეგუოთ.
თქვენ მხოლოდ თანაგრძნობას გთხოვენ და გაგებას გთხოვენ უკრაინის და უკრაინელების მიმართ.
ამას ითხოვს სიმართლე და ჩვენი წარსული!
ბოროტებასთან ბრძოლა ძალიან ძნელია, რადგან ის ბასრი და შეუბრალებელია, მაგრამ როგორც შეგვიძლია უნდა ვიბრძოლოთ.
ამას პროგნოზი აღარ სჭირდება. ეს უკვე ლოგიკაა, რომ რუსეთი იმარხება თავისივე ბოროტებაში, თავისივე უსამართლობაში.რუსეთი დამარცხდება!უნდა დამარცხდეს და დამარცხდება.ეს უღონო და უსასოო სურვილი არ არის, ეს სიტყვაა, რომელიც აცხადდება!არ დავიღალოთ!არ შევეგუოთ!Слава Україні!
1741088413
ახალი ამბები„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა
„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...
1741087797
საზოგადოებავოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...
1741085614
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს
უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...
1741085599
ახალი ამბები„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...
1741083933
სპორტიდუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...