„წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს მუშაობა, წარმოუდგენელია ასეთი სიცრუე“ - რას წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციები იმართება.

როგორც არხის ერთ-ერთი თანამშრომელი ნატალია ნანიტაშვილი წერს, გუნდს წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე უწევთ მუშაობა: 

წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად, არასოდეს თავისთვის არ მიმიცია უფლება ჩემი პოზიცია გამომეხატა საჯაროდ ან სიმპათია ან ანტიპათია გამომეხატა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად მუშაობა სხვა სტანდარტია და პირადი პოზიციების საჯაროდ გამოფენა სანდოობის თვალსაზრისით ძალიან დამაზიანებელია. მაგრამ უკვე შეუძლებელია ამ სრულიად უსამართლო ბრალდებების მოსმენა და ატანა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ. თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს“.

წარმოუდგენელია ასეთი სიცრუე, რადგან დღეს დილის 10 საათზე მოამბის პროდიუსერი გახლდით თავად, და ყველა ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება ზედმიწევნით მქონდა ეთერში.

სირცხვილია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან და „მღვრიე წყალში თევზების დაჭერით“ მოხიბლული ადამიანების დაგეშვა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ!“, - წერს ნატალია ნანიტაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734760568

მსოფლიო

გერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...

საახალწლო ბაზრობაზე

1734725129

ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1734720482

ჰოროსკოპი

„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

ეზოტერიკოსი

1734719150

საზოგადოება

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734716701

სოციალური მედია

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...

ნანუკა გოგიჩაიშვილი