„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„წუხელ გავედი სასაფლაოზე
და მამაჩემი აღარ დამხვდა.
სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.
ღია საფლავთან ანგელოზთა მსგავსად იდგნენ
ომარა მესაფლავე და გოგილო მესაფლავე,
ფრთების ნაცვლად დახეული პერანგები უფრიალებდათ, მკვდრის დამარხვაში გაცვლილი პერანგები.
იდგნენ მიწისფერი შარვლებით და მოკლე მზერით.
ფრთხილი ქარი ქროდა ომარას წვერებში.
ფრთხილი იყო ნათურის შუქიც
და მომეჩვენა,
რომ ომარა მესაფლავე ტუჩის თოკით ღიმილს ახრჩობდა.
მომეჩვენა და ეჭვით ვკითხე:
,,სად არის ომარ მამაჩემი?!"
- ,,არაფერი ვიცით, მოვედით და
აღარ დაგვხვდა!"
უცნაურად დუმდნენ მკვდრებიც. მამაჩემის მეზობელი მკვდრები. იწვნენ და ეძინათ.
ცუდად მენიშნა მათი სიჩუმე -
სად გაგონილა მდუმარე მკვდრები აღდგომა დღის შუაღამისას?
საით წახვედი მამაჩემო?
რატომ არ დამხვდი იქ,
სადაც შენთვის
აღდგომისას,
დათქმულ საათზე
სიგარეტის კოლოფი მომაქვს?
ნუთუ გაფრინდი მამაჩემო,
ნუთუ ღმერთმა ცნო
შენი სხეულის სიმსუბუქე და ფრთები მოგცა?
ნუთუ ქრისტეს მიემსგავსე მამაჩემო?
ნუთუ ქრისტეს ემსგავე და მკვდრეთით აღსდექი?
ნუთუ გაფრინდი?
ცას ვუყურებდი. ცას. ვარსკვლავებს. ეგებ სადმე დამენახა მამაჩემის ძველი ჩექმის ნაკვალევი.
მაგრამ დუმდნენ ვარსკვლავებიც.
ცა ხომ კაცის ნაფეხურებს არასდროს ამხელს.
და წამოვედი.
წამოვედი დარდიანი.
წამოვედი სახლისაკენ.
წამოვედი და უცაბედად,
სოფლის პატარა მაღაზიასთან,
დავინახე მამაჩემი.
რიგში იდგა მამაჩემი.
სიგარეტის რიგში იდგა.
საათს დავხედე და მაშინ მივხვდი -
დამაგვიანდა.
დამაგვიანდა
და მკვდრეთით აღდგა მამაჩემი. სიგარეტის საყიდლად აღდგა, რადგან ეგონა დამავიწყდა და არ მივედი.
#ახალისიმღერები
აღდგომის სიმღერა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
1716014859
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ევროპაში შიდა პრობლემებია - იქაც სერიოზული ზეწოლაა, რის გამოც საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესებისათვის სერიოზული ბრძოლა უწევთ ქვეყნებს
„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა - არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ არ მოექცნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ....
1716013865
ახალი ამბებიგორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა
,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...
1716013125
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლო...
1715978455
საზოგადოება„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო
„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...
1715978003
ახალი ამბებიშუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...