"უარყო თუ არა ოცნებამ მეხუთე პრეზიდენტიც? ... საზარელი წრეა ეს" - რას წერს თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "თბილისი-საქართველოსთვის" წარმომადგენელი დავით ფარცვანია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინ, 14 მარტს, საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ხელისუფლების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში წერს, პროცესები რაც ამჟამად მიმდინარეობს, უკვე მრავალჯერ ნანახი - საზარელი წრეა.

"ახალი სანახაობა შემოგვთავაზეს - ახლა მთელი კვირა ვისაუბრებთ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

უარყო თუ არა ოცნებამ მეხუთე პრეზიდენტიც?

ეს დაპირისპირება რეალურია თუ იმიტაციაა?

ამ თვეში საკრებულოს სხდომაც გვექნება და შოუს მანდაც არ დაგაკლებთ.

შემდეგ "პოლიტიკური ელიტა" ამ ყველაფრის გაანალიზებას ყველა ეთერში დაიწყებს.

გააანალიზებენ იქამდე, სანამ ახალ გასარჩევ თემას არ "შემოგვიგდებენ".

შემდეგ ისევ თანამშრომლობაზე დავიწყებთ საუბარს და ბოლო სერიაში, რა თქმა უნდა მაინც ერთმანეთს გადავაბრალებთ ყველაფერს - უსასრულობამდე.

31 წლის გავხდი და ყველა ხელისუფლების სცენარი იდენტურია - მხოლოდ სანახაობა და შიმშილის გადასაფარად თამაშებში ჩართული მოსახლეობა.

ამ დროს, ჩემს გარშემო ყველა გარბის მექსიკის გავლით ამერიკაში, ირლანდიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, რატომ?

ადამიანებს პროდუქტები გაუძვირდათ, საწვავი გაძვირდა, მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე ბევრად რთული გახდა ცხოვრება, ვიდრე იყო ოდესმე.

საზარელი წრეა ეს.

P.S NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75%-ზე მეტმა თქვა ნათლად და მკაფიოდ, რომ სურთ მათმა არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ მთავარ პრობლემებზე, მაგრამ როცა პარტია და პირადი ინტერესები ქვეყანაზე მეტია - ცხადია ამ საზარელი წრის გარღვევა ძალიან გაგვიჭირდება", - წერს ფარცვანია.

დღეს, 15 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

"ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

ამავე თემაზე:

🔲 ქართული ოცნება: პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს

🔲 პრეზიდენტი: დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!

🔲 "უკრაინის საკითხებზე წავიდა, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო?" - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

🔲 "პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ დაიწყებენ, რადგან მათ ხმები არ ჰყოფნით" - რომან გოცირიძე  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741088413

ახალი ამბები

„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა

„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...

ირაკლი ზარქუა

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე