უკრაინელი მამაკაცი მთელი წელი ელოდა ხოლმე ამ დღეს - ისტორია სოციალური ქსელიდან

"სადღაც, უკრაინის ერთ პატარა სოფელში, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ჯიხური რომ შეკრა, რომ მცირე ბიზნესი დაეწყო და ორი კაპიკი ეშოვა, მილის ნაჭერი მიადუღა ზედ - მხოლოდ იმისთვის, რომ..." - ჟურნალისტი და პოეტი ლექსო ლეკიაშვილი, უკრაინასთან დაკავშირებულ პატარა ისტორიას გვიზიარებს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინულ პატრიოტიზმსა და სულისკვეთებას

"უკრაინასთან დაკავშირებით ერთი უმცირესი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალი მახსოვს სულ, ჩემმა მეგობრებმა იციან, საჯაროდ არასდროს მომიყოლია და ახლა გიამბობთ:

2001 წელს, 20 დღით ვიყავი უკრაინაში.
კახეთის რწმუნებულმა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ხელმძღვანელმა მოსწავლეების გაცვლის რაღაც პროგრამა გააკეთეს და მე გავყევი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი.
ჩავედით პრიკარპატიეში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის პატარა ქალაქის უპატარავეს სოფელში, სადაც მდებარეობდა ყოფილი პიონერთა და მაშინ უკვე მოსწავლეთა ბანაკი.
სოფელი იმდენად პატარა და გზის პირზე გადაჭიმული იყო, რომ ნორმალური კაფეც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა - ახლოს იყო აფთიაქი, სოფლის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა და ტაძარი.
ასევე, ბანაკის სიახლოვეს იდგა სრულიად პაწაწინა, ჩვეულებრივი, „უგოლნიკებით“ შეკრული სავაჭრო ჯიხური, ე. წ. „ბუდკა“ - სიგარეტები და საღეჭი რეზინი რომ იყიდება ხოლმე, ისეთი.

აგვისტოს დასაწყისში ჩავედით და ამ ჯიხურის არსებობა აღმოვაჩინე რამდენიმე დღეში, დაახლოებით 10 აგვისტოს (ამას მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ვაზუსტებ).
ისე მოხდა, რომ დილით ადრე მოვხვდი ჯიხურის სიახლოვეს და შევამჩნიე ძალიან უცნაური რამ - ჯიხურს წინიდან, ჩამოსაწევი ჟალუზის სიახლოვეს, მიდუღებული ჰქონდა დაახლოებით 10-15 სმ ლითონის მილის ნაჭერი.
იმდენად არ ჯდებოდა ჯიხურის გარეგნობაში ეს მილი, რომ ჩემს თანამგზავრს, ბანაკის უკრაინული ჯგუფის ლიდერს, მიროსლავს ვკითხე - ეს რაში გამოიყენება-მეთქი?
რამდენიმე დღე მოითმინე და საკუთარი თვალით ნახავო - დამამშვიდა უცნაური ღიმილით.

იმის მერე ყოველდღე დავდიოდი იმ ჯიხურთან, ჩემს საყვარელ ჰოლანდიურ სიგარებსაც იქ ვყიდულობდი (კი, იყიდებოდა, სოფელში, ჯიხურში, სიგარები), მაგრამ ვერაფერი გავიგე - მანამ, სანამ არ დადგა 24 აგვისტო.
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა - როგორც ჩვენთან 26 მაისი.
24 აგვისტოს გამოვედით სოფელში, სანამ ღონისძიებაზე წაგვიყვანდნენ.
მიროსლავმა მხარზე დამკრა ხელი და ჯიხურისკენ გამახედა.
მილის ნაჭერში უკრაინის დროშა იყო ჩამაგრებული.
ხვდებით, ხომ?

სადღაც, სოფელში, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ჯიხური რომ შეკრა, რომ მცირე ბიზნესი დაეწყო და ორი კაპიკი ეშოვა, მილის ნაჭერი მიადუღა ზედ - მხოლოდ იმისთვის, რომ წელიწადში ერთხელ, 24 აგვისტოს, საკუთარი სახელმწიფოს დროშა ჩაემაგრებინა შიგ.ვერასდროს, ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს უკრაინას," - წერს ლექსო ლეკიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

მაგრამ ასეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია - ირაკლი ოქრუაშვილი

“ბიჭუნას ერთი სიცოცხლე ჰქონდა და შვიდ იტალიელს აჩუქა” - ისტორია სოციალური ქსელიდან

„პუტინ, შეჩერდი, სანამ დროა!“ - ალ ბანო “მეგობარს” მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო