VIDEO:"ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო" - 17 წლის ლუკა აბლოთია

17 წლის ლუკა აბლოთია ფეისბუკზე წერს, რომ თბილისის ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
მისი თქმით, თავდაპირველად კაცი თავს პიჯაკის გამო დაესხა, კამათის შემდეგ კი ხელით შეეხო და მოკვლით დაემუქრა. მან ფორმულას უთხრა, რომ ახლა პოლიციის განყოფილებაშია.
"ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა.
დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126-ში გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა, მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ, მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს", - წერს ის.
12:40
ახალი ამბებივაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო
ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატ...
12:18
ახალი ამბებიგანათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე, ჩინური ენა 15 სკოლაში დამატებითი მომსახურების სახით ისწავლება, ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში...
11:54
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გაღიზიანებას იწვევს
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან დაფინანსებები ძირითადად არამართლზომიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევა...
11:17
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი
„ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში წინა სააღდგომო ლოცვასა და ვახშამზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა...
11:01
ახალი ამბებიკახა კალაძე: თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, პროტესტი არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო და არ გააკეთო შენი საქმე
„შეიძლება, ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სადაც ის გამოეხმაურა „ვასო აბაშიძ...