"ყოველდღე ვიღაცის წასვლის შესახებ ვიგებ - თითქოს იმათ ემიგრანტებმა თავს უშველეს და ჩვენ დავრჩით ახლა საშველები"

პოლიტიკოსი ბორის ყურუა სოციალურ ქსელში წერს:

"თითქმის ყოველდღე ვიღაცის წასვლის შესახებ ვიგებ

- რას შვება, ხომ არ გამოვა? 

- რას გამოვა, ეგ ხომ წავიდა, ხო ჩერეზ პოლონეთი...

ჩვეულებრივი დიალოგის ნაწილი გახდა წასულების დათვლა და თითქოს წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო ისე უცებ ვცვლით ხოლმე თემას.

თითქოს იმათ თავს უშველეს და ჩვენ დავრჩით ახლა საშველები.

ვინც აქ არის წასვლას ელოდება ან "ჩალიჩობს" წასვლაზე ან იმაზე წუხს, რომ ვერ მიდის და იმედი აქვს მალე წავა

ყოველ წელს იზრდება ემიგრანტების რაოდენობა, წელს რეკორდი მოვხსენით, ჩვენს თავს ვაჯობეთ.

183 პროცენტითაა გაზრდილი ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

ხალხი გარბის.

სილაღეს და კარგ ცხოვრებას არავინ გაურბის და გამოდის ცუდი ქვეყანა ვართ.

გამოდის რაღაც უნდა შევცვალოთ, ცვლილებებია საჭირო.

ამ ცვლილებებზე ყველას სხვადასხვა აზრი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ცვლილებები რომ საჭიროა ეგ ყველას უნდა გესმოდეთ",- წერს ყურუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 46 750 ჯარისკაცს შეადგენს

"ესაა წმ. გიორგის ხის მე-19 საუკუნის ეკლესია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - სოფლის საწყობი იყო, ათასი ხარახურის და ნაგვის შესანახადაა ქცეული ეკლესია"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740311272

მსოფლიო

2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა

2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ჯენინის რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას აფართოებენ. გავრ...

 ისრაელი

1740308183

მსოფლიო

„როიტერი“ - სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამარ...

რუსეთი

1740308042

საზოგადოება

კახა კალაძე: ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას

თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსე...

კახა კალაძე

1740307700

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან და არა ის, რომ მათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ამიტომ, ბრიტანული სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს

მედიის კანონს რაც შეეხება, აქ სინამდვილეში არაფერი სიახლე არ იქნება. ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ეს ყველასთვის ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1740303486

საქართველო

პრემიერი: ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე

ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე