„ყველას ვალია, ურთულესად მოპოვებული მშვიდობა დავაფასოთ, უმადურები არ ვიყოთ, ქვეყანა ჭეშმარიტ ქართულ გზას ადგას და არავის ვასალი არ გახდება, ღირსეულად, თავაწეულებმა ვიაროთ“ - ნოშრევან ნამორაძე

არსებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და ვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათთან დაახლოებული პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ 2003-2012 წლებში, ამ ეტაპზე ოპოზიციაში არიან გაერთიანებული და მათი ბრძოლის მეთოდები უცვლელია, ხელწერა ცალსახად სტანდარტული და დამყარებული ტერორზე, შანტაჟზე, მუქარაზე, დაჭერაზე, სანქციებსა და ქართველი, პატრიოტი, ქვეყნის მოსიყვარულე ოჯახების აწიოკებასა და დაჩაგვრაზე, – ამის შესახებ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის წერილშია ნათქვამი.

„დღეს გვყავს დასანქცირებული ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და სანქციების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჩვენი ქვეყნის ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები. მე მაქვს ერთი, მთავარი კითხვა ამ ყოველივესთან დაკავშირებით: 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული პირები ჩადიოდნენ დანაშაულს, ატერორებდნენ მოსახლეობას, ოჯახებს ანადგურებდნენ, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, ქვეყანას პირდაპირი მნიშვნელობით აოხრებდნენ, მაგრამ დასასანქცირებელ ადამიანთა სიაში მათი ადგილი ვერ მოინახა, ვერც ადრე და ვერც ახლა. რატომ? ამდენად დემოკრატები და კეთილშობილები იყვნენ?

აქ ხომ ყველაფერი ნათელი და ცხადია, ყველაფერი ხელისგულზე დევს და ჩანს, ისინი ყველანაირი მეთოდით მიზანმიმართულად ისწრაფვიან ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ, ეს არის ქართული ოპოპოლიტიკის სტანდარტი, სამწუხაროდ. მათი სენია – სხვისი გაფუჭება და სხვის უბედურებაზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა, ყოველივე ეს კი გაცვეთილია უკვე. ქვეყნის ოპოზიციის სტანდარტი და სწრაფვა უნდა იყოს ორიენტირებული მომავალში ქვეყნის სწორი განვითარების მოდელისა და პროგრამების წარდგენაზე. როდესაც ამ სტანდარტს მიუახლოვდებიან, როდესაც მათი სურვილები იქნება გულწრფელი, სწორედ მაშინ ეშველება ოპოზიციურ სექტორს.

რაც შეეხება ჩემს აზრს იმ წერილზე, რომელიც იქნა გაგზავნილი კონგრესმენების მიმართულებით: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს წერილი არის კონკრეტული ქართველი დივერსანტების მიერ შექმნილი სრულიად უსაფუძვლოდ. ვფიქრობ, ამ წერილის ავტორებს სათითაოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი, მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრეც და ახლაც ემსახურებიან, აგრძელებენ სხვისი ოჯახებისა და ადამიანების ჩაგვრას, მათი მკაფიო სურვილია, რომ სხვის უბედურებაზე მოიწყონ თავიანთი კეთილდღეობა, მაგრამ სხვის უბედურებაზე აწყობილი საკუთარი კეთილდღეობის მე პირადად არ მჯერა და ღრმად მწამს, რომ ყველას პასუხი მოეთხოვება ადრე თუ გვიან. ძალიან დიდი დრო გავიდა, მათ საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდათ ჩადენილი დანაშაულების აღიარებისა და მონანიებისთვის. ქართველი ხალხი მოწყალეა, მათ შორის მეც, და ყველანაირად ვცადეთ აბსოლუტურად ყველამ, რომ მიგვეტევებინა, თუმცა ამაოდ, მათ არაფერი შეუცვლიათ და დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე, სამწუხაროა.

რაც შეეხება ჩემს სახელსა და გვარს, რომელიც არის მოხსენიებული იმ კონკრეტულ სიაში, მკაფიოდ მინდა, გავაჟღერო, რომ მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოსიყვარულე ერთი რიგითი ბიზნესმენი და ადამიანი, მზად ვარ ნებისმიერი რთული მოვლენების განვითარებისთვის, არა იმიტომ, რომ ჩემი კეთილდღეობა მამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და სრულად ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. არა და არავითარ შემთხვევაში, ეს წითელი ხაზი არ გადის ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ეს არის სრული აბსურდი! ჩემი ნაბიჯები და ჩემი პოზიციაც იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და სიყვარულზე დამყარებული.

მე მაქვს შესაძლებლობა, გავარჩიო ნათლად თეთრი და შავი, რეალობა და თვალთმაქცობა, ტყუილი და სიმართლე. დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველაფერი საკმაოდ ნათელია და ცხადად ჩანს, ვის რა სურვილები ამოძრავებს.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღევანდელი ხელისუფლება, 12 წელია, ამაყად და ღირსეულად იბრძვის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, წარმატებისთვის, ეკონომიური წინსვლისთვის და, რაც ყველაზე მთავარია – მშვიდობისთვის.

ჩვენი ყველას ვალია, ურთულესად მოპოვებული მშვიდობა დავაფასოთ, არ დავკარგოთ და უმადურები არ ვიყოთ, უმადურობა და დაუნახაობა არ შეიძლება, ჩემთვის კი ყოვლად მიუღებელია.

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ადგას ჭეშმარიტ ქართულ გზას და არავის ვასალი არ გახდება. ღირსეულად, თავაწეულებმა ვიაროთ, ჩვენი ჭეშმარიტი ღირებულებები, ტრადიციები და მართმადიდებლობა დავიცვათ.

ყოველივე ეს კი ჩვენი უკეთესი სამშობლოს – გაბრწყინებული საქართველოს საწინდარია!“, – ნათქვამია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744809672

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმი...

მიხეილ ყაველაშვილი

1744808948

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1744807134

ახალი ამბები

17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...

ზოგადი

1744806176

მსოფლიო

გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება

ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...

ექიმი და ნემსი

1744804348

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...

ლევან მაჭავარიანი