“ეს სისულელეა“ - ნაპოლის განცხადება კვარაცხელიას კონტრაქტზე

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში ყოველ დღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები ხელფასის გაზრდას 5 მილიონ ევრომდე ითხოვენ, „ნაპოლი“ კი მას უფრო ნაკლებ თანხას სთავაზობს.
იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა გავრცელებული ინფორმაციები უარყვეს -„ ნაპოლიმ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლუბიდან კვარაცხელიასთან ამის შესახებ არავის უსაუბრია და ყველაფერი ეს "სისულელეა".
"ზოგიერთი მედია, რომლებიც წყაროებად მხოლოდ საფეხბურთო აგენტებს იყენებენ, აგრძელებენ საუბარს კვარაცხელიას კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების მოლაპარაკებებზე. ეს "სისულელეა". ნაპოლიდან მოთამაშესთან (კონტრაქტი 4 წელში ეწურება) ამაზე არავის უსაუბრია. არც მაურო მელუზოს, არც მაურიციო მიკელის, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველის", - წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.
ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს სახლში ესპანეთს დაუპირისპირდება, შემდეგ კი 12 სექტემბერს სტუმრად ნორვეგიას შეხვდება.
რაც შეეხება ნაპოლის, რუდი გარსიას გუნდს 3 ტურში 6 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს "პარტენოპეი" 16 სექტემბერს ჯენოასთან გამართავს.
წყარო: europop.ge
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...