,,ღმერთის მადლობელი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე - მინდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო” - ხვიჩა კვარაცხელია

 ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

ინტერვიუში ის შვილის დაბადებაზე, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ოცნებებსა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუსთან შეხვედრაზე საუბრობს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ 23 წლის ასაკში ბევრს მიაღწია. ქართველმა გარამარბმა თავისი ერი და კლუბი „ნაპოლი“ ახალ სიმაღლეებზე აიყვაბა. ის ახლა ოცნებობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 26-ე საკვალიფიკაციო ეტაპზე „რაღაც განსაკუთრებულს“ მიაღწიოს. კვარაცხელია, კვარადისიაკო, კვარადონა - ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გადასვლის შემდეგ ბევრი მეტსახელით მოიხსენიებენ. ბოლოს და ბოლოს, 2022 წელს „ნაპოლში“ მისვლიდან სულ რამდენიმე თვეში, მან ეს კლუბი ისტორიულ, მესამე სკუდეტოსთან მიიყვანა 33-წლიანი პაუზის შემდეგ, შემდეგ კი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.ამ მიღწევებმა 23 წლის მოთამაშე აქცია როგორც კლუბის, ისე საკუთარი ქვეყნის გმირად. თუმცა, „ვინგერს“ მეტის გაკეთება სურს“, - ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-სთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ოცნებობს საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე გასვლაზე, „ნაპოლის“ ევროპულ აღიარებაზე, აგრეთვე, მან ისაუბრა ანტონიო კონტესთან მუშაობასა და ახალბედა მამის სტატუსზე.

ინტერვიუს სრულად გთავაზობთ:

FIFA: ხვიჩა, ახლახან მამა გახდი, როგორი განცდაა ეს?

„ჩემი ცხოვრება სრულებით შეიცვალა! უცებ, მამობის უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი ვაჟის დაბადებამ ენით აღუწერელი ბედნიერება მომიტანა და ახლა, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ყოველ დღე, ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, ყველას ექნება საშუალება, ასეთი ბედნიერება გამოცადოს“.

FIFA: ცოტა ხნის წინ, „ბოლონიას“ კარში გატანილი გოლი შვილს მიუძღვენით. როგორ შეგცვალათ მამობამ, როგორც ფეხბურთელი?

„უეცრად, კიდევ უფრო მეტად მოტივირებული გავხდი. კიდევ უფრო მეტ შრომას დებ შენს საქმეში, რადგან იცი, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვისაა. ვიცი, რომ როდესაც ჩემი ვაჟი გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს. ეს ისე მაბედნიერებს, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს შეგრძნებები მოედანზე გადავიტანო და ამიტომაცაა, რომ ჩემს გოლებს მას ვუძღვნი - როდესაც გაიზრდება, რომ ნახოს. იმედი მაქვს, მომავალში, ისიც ფეხბურთელი გამოვა“.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734720482

ჰოროსკოპი

„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

ეზოტერიკოსი

1734719150

საზოგადოება

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734716701

სოციალური მედია

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...

ნანუკა გოგიჩაიშვილი

1734712210

ჰოროსკოპი

რა უნდა გავაკეთოთ 21 დეკემბრის მზებუდობაზე, რომ ფინანსური კეთილდღეობა მიიზიდოთ

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

მზებუდობა

1734703645

ახალი ამბები

„სასამართლოს წინაშე წარდგა ტიპური მოძალადე, რომელიც ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად“ - სასამართლოში აჩიკო მეფარიძის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში არჩილ მეფარიძის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მომღერალს ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. დღეს დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რა დროსაც გამოკითხეს თ...

აჩიკო მეფარიძ