„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს – ინფორმაციას Gazzetta dello Sport ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დარჩენა გადაწყდა, „ბარსელონა“ უნდა შეეცადოს, მწვრთნელს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა შესთავაზოს. „ბლაუგრანას“ დღის წესრიგში ცენტრალური ნახევარმცველისა და ბერნარდო სილვას დამატების გარდა, ახალი მარცხენა გარემარბის შეძენაც შედის. ამ პოზიციაზე კატალონიელებს „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურთ. ქართველი ფეხბურთელი „ბარსას“ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს, კლუბი მას აღიქვამს ფეხბურთელად, რომელსაც შეუძლია მეტოქეებს მარცხენა ფლანგიდან დიდი საფრთხეები შეუქმნას.

კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი ახალი კონტრაქტის პირობებზე მოსალაპარაკებლად კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტის უნდა შეხვდეს. „ნაპოლი“ მზად არის, ფეხბურთლის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონიდან 4 მილიონ ევრომდე გაზარდოს, მაგრამ გარემარბს ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს და „ბარსელონაში“ გადასვლის პერსპექტივა მოსწონს. კატალონიელებისთვის, შესაძლოა, დაბრკოლება გახდეს ფინანსური მდგომარეობა, რადგან კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული“, – წერს Gazetta dello Sport.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს

1715086355

სპორტი

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის MVP გახდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.  Laola1-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ხმების 36%. მან აჯობა...

კიტეიშვილი

1715084181

სოციალური მედია

„მინდა რომ სვანებს ერთდროულად ვუთხრა სამძიმარი და მადლობა“ - გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მესტიაში, სოფელ ნაკრასში დაღუპული ახალგაზრდების გამო, სრულიად სვანეთს სამძიმარს უცხადებს. ამასთან კეკელიძის თქმი...

ააა

1715080559

ახალი ამბები

კახეთში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - დაიღუპა 34 წლის კაცი

კახეთში, სოფელ ბაისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. 34 წლის კაცი მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველ...

აა