მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას - თორნიკე შენგელია

კალათბურთელი თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ რა გრძნობა მეუფლება, როცა ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან. იმ დღიდან , როცა გაირკვა, რომ ევრობასკეტი ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ღონისძიებაზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა. მაგრამ სპორტში, სხვა ბევრ დადებითთან ერთად ასეთი მომენტებიც ხშირად დგება.
მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს.
თუმცა, დღეს მშვიდად ვარ , რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრების და ჩვენი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ , რთული მომენტები მათ მეტ მოტივაციას და ძალას შემატებს.
ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.
ახლა გთხოვთ, რომ ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული , პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!“,-წერს, შენგელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"წლებია საშინელ დეპრესიას ვებრძვი, მიუხედავად იმისა რომ არ მეტყობა, ძალიან ცუდად ვარ" - რაზე წერს გივიკო დიდია

🔵„ზიმბაბვეში წითელა არავაქცინირებულ ბავშვებს კლავს“ - „ანადოლუ“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740334397

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა

ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...

ფრიდრიხ მერცი

1740332928

მსოფლიო

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა

ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...

ბუნდესტაგი

1740331504

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...

კირცხალია

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა