„მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მსუბუქი ვარჯიში და ძუნძული უკვე დავიწყე“- რას ჰყვება ანზორ მექვაბიშვილი

 ახალგაზრდა ნახევარმცველს ანზორ მექვაბიშვილს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე საპასუხისმგებლო მისია შეხვდა - შეცვალა საქართველოს ნაკრების ხერხემალი ოთარ კიტეიშვილი. ამ მისიას მექვაბიშვილმა თავი ბრწყინვალედ გაართვა და კარგი მატჩები ჩაატარა.

მექვაბიშვილი რუმინულ „კრაიოვაშიც“ სტაბილურად თამაშობდა, გოლიც გაიტანა, თუმცა აგვისტოს ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო და იმის შემდეგ, არ უთამაშია. 11 ტურის შემდეგ, მექვაბიშვილის გუნდი 19 ქულით მეორე პოზიციაზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ევრო 2024-ზე მან ჩეხეთთან და თურქეთთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, პორტუგალიასთან კი შეცვლაზე შევიდა. დაფარულ მანძილებში მექვაბიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა.

გამოცემა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში, ანზორ მექვაბიშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

 „მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მსუბუქი ვარჯიში და ძუნძული უკვე დავიწყე, მალე ბურთთან ერთად ვარჯიშსაც განვაახლებ. უახლოეს მომავალში ფეხზე კიდევ ერთხელ შემამოწმებენ და ამის შემდეგ მეცოდინება, როდის დავუბრუნდები მოედანს.

ეს პერიოდი მენტალურად საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ყველაფერი მალევე გავათვითცნობიერე და ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში უკვე ფიქრი იმაზე დავიწყე, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. რთულია, როცა ტრავმას ისეთ პერიოდში იღებ, როცა თამაშობ და ფორმაში ხარ, თუმცა ტრავმაც ფეხბურთის ნაწილია. ჩემი მიზანია, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე და კვლავ ძველებურად ვითამაშო“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა

1728117666

სპორტი

საბა ქარდავა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

 ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პ...

საბა ქარდავა

1728115419

სპორტი

„ნაპოლის“ გამარჯვება და ლიდერის პოზიცია სერია A-ში

 სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომო“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ტურის დასრულების შემდეგაც  ლიდერის პოზიციას აუცილებლად შეინარჩუნებს, სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად. ანტონიო კონტეს გუნდს წა...

ხვიჩა კვარაცხელია

1728109100

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

 8 ოქტომბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებ...

ზოგადი

1728074869

ჰოროსკოპი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და მუშაობა დაიწყოთ. შესაძლოა, რაღაც...

ასტროლოგიური პროგნოზი