მოციგურავეების წარმატება იუნიორთა გრან პრიზე!
ფიგურულ ციგურაობის იუნიორთა გრან პრის სერიათა ფინალში საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა. სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე, თავისუფალი და ორივე პროგრამის ჯამში სეზონის და კარიერის საუკეთესო შედეგები დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 70.48 ქულიანი შეფასება მიიღეს. ასევე საუკეთესოები იყვნენ თავისუფალ პროგრამაში მიღებული 131.63 ქულით. კარიერის საუკეთესო შედეგი ერგოთ ორივე პროგრამის გათვალისწინებითაც - 202.11.
გასათვალისწინებელია, რომ გრან პრის სერიათა ფინალში თითოეული დისციპლინიდან საუკეთესო ექვსეული გამოდიოდა. ასე რომ, საუკეთესოებს შორის გამარჯვება ორმაგ მნიშვნელობას იძენს. მით უმეტეს, თუ მეორე და მესამე ადგილებს კანადელები იკავებენ. ცნობისთვის, მეორეზე გასული კანადელები ქართულ წყვილს 33.28 ქულით ჩამორჩნენ.
„შეჯიბრების შემდეგ ჩემი განცდები იგივეა - შვება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი შეჯიბრებაა. ბედნიერები ვართ იმით, როგორც გამოვედით. წინ ევროპის ჩემპიონატი მოგველის. კვლავაც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ, შეიძლება გამარჯვებაც. ასევე ვგეგმავთ მსოფლიო და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას," -გამარჯვების შემდეგ განაცხადა ბერულავამ.
წყარო: www.geonoc.org.ge
1737280384
საზოგადოებაილია თოფურია მახაჩევს: თუ მოვინდომე, დაგასრულებ
მახაჩევმა, რომელმაც 19 იანვარს ტიტული დაასრულა, ილია თოფურია ბრძოლაში გამოიწვია. თოფურიამ მახაჩევს სოციალურ ქსელში უპასუხა. „ისლამ(მიმართავს ისლამ მახაჩევს), თუ მოვინდომე, დაგასრულებ. თუ მოვინდომე, ნო...
1737278676
მსოფლიო„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან
„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...
1737275614
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...
1737273783
მსოფლიოაზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...
1737271917
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...