„ომი დიდი სირცხვილია, მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს“ - ხვიჩა კვარაცხელია

 პლატფორმაზე The Players' Tribune გამოქვეყნდასაქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წერილი, რომელშიც 23 წლის სპორტსმენი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. 

 მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის დატოვების და „დინამო ბათუმში“ გადასვლის მიზეზი განმარტა.

„2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო, ვიფიქრე - „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

„კვარამ“ რუსულ კლუბში გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

„ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი, ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშაო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება, გული ავუცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით. ასე რომ გავმაგრდი.

რუსეთში ქართველი საბა კვირკველიაც იყო და ძალიან დამეხმარა. სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, თავისთან ერთად მატარებდა ხანდახან და მიცავდა. თამაში როდესაც დავიწყე მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი.

ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ქუჩის ძაღლები და არა მარტო ძაღლები იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. არსად.

ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.

-ეი, ვინ დარბის მანდ????“

-მე.

დრიბლინგი სიბნელეში.

დაცვის ბიჭი, კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა „მორჩი რა, დაამთავრე.“

მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე.

სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდად თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშაო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს.

საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).

სულ მინდა, რომ ვაამაყო“, - წერს ფეხბურთელი.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია 2019-2022 წლებში მოსკოვის ლოკომოტივსა და ყაზანის რუბინში თამაშობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729857617

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია...

ამინდი

1729857314

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90...

ცესკო

1729853377

საზოგადოება

ჯაბა კილაძე მიმართვას ავრცელებს - ,,უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა"

მსახიობი ჯაბა კილაძე მის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ არ მინდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე იმდ...

ჯაბა კილაძე მიმართვას ავრცელებს

1729845351

საზოგადოება

როგორია შემოდგომის ბოლო ახალი მთვარე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელის ცვლილებები? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ!

2024 წლის ნოემბერი მორიელის ნიშნის ახალმთვარეობით დაიწყება - არაპროგნოზირებადი და იმპულსური. პერიოდი მდიდარი იქნება ემოციური რყევებით, მაგრამ ამავდროულად, ახალი მთვარე არის მომავალში პოზიტიური მოვლენე...

სავსემთვარეობა

1729842430

საზოგადოება

„ნალექი და წვიმა“ - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

25 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი, წვიმა