სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია!

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასი, რომელიც ქართველი მოფარიკავეს სანდრო ბაზაძის სრული ტრიუმფით და გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სანდრომ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო ყველა პრესტიჟული ტურნირის(მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიოს თასი) პოდიუმზე ასვლა.
პირველ წრეში სანდრომ სამხრეთკორეელი პანსოლ ჰა დაამარცხა - 15:12, შემდეგ ეტაპზე ასევე სამხრეთ კორეელ სანგვონ პარკსაც მოუგო - 15:11, მესამე წრეში ამერიკელ მიტჩელ სარონს 15:12 სძლია.
¼ ფინალში სანდრო ბაზაძემ საფრანგეთის წარმომადგენელი ბოლად აპიტი დაამარცხა - 15:10. ნახევარფინალშიც ფრანგ მაქსიმ პიანფეტს მოუგო 15:11.
ფინალში სანდრო იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად 15:6 დაამარცხა. ახლა ბაზაძეს კარიერაში მადრიდული ტურნირის სამივე მედალი აქვს მოპოვებული (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).
დღეს მადრიდში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასი უკვე გუნდურში გაიმართება. სანდრო ბაზაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე) ჰონკონგთან დაპირისპირებით იწყებს.
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...