"ერთი მხრივ უკრაინაში დარჩენა და ქმართან ახლოს ყოფნა მინდოდა და მეორე მხრივ 6 თვის შვილის უსაფრთხოებაზე უნდა მეზრუნა"- საბერძნეთში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილის ემოციური ინტერვიუ

უკრაინაში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება და სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, გაეროს ბოლო ანგარიშის მიხედვით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.
უკრაინელი, დედები ბავშვებით და მოხუცები, ცდილობენ თავი დააღწიონ ომის სისასტიკეს და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით უსაფრთხო ქვეყნებში გადაინაცვლონ, მათ შორის საბერძნეთში.
ისინი საკუთარ სამშობლოს ტოვებენ იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი დასრულდება და უკან დაბრუნდებიან.
ერთ-ერთი ასეთი, საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებული " ლტოლვილი" არის 30 წლის ლიანა, რომელმაც სამშობლო, ქმარი და მათი სახლ-კარი, 6 თვის შვილის უსაფრთხოების გამო დატოვა და საბერძნეთში მცხოვრებ დედასთან ჩამოვიდა.
საბერძნეთში ჩამოსვლის დღიდან, ის გამუდმებით სამშობლოში დარჩენილ თანამემამულეებზე ფიქრობს, ახლა ლიანას ყველაზე მეტად ბავშვის დედასთან დატოვება და სამშობლოში საომრად დაბრუნება სურს.
ლიანას ბერძნული მედიის "პროტოთემას" ჟურნალისტი ესაუბრა.
როგორც ის ჟურნალისტთან აცრემლებული ჰყვება, ყველა ყველაფერი რამდენიმე საათში შეიცვალა, რადგან ქალაქი, რომელიც ადმინისტრაციულად მის სოფელს ეკუთვნის იყო პირველი, რომელსაც რუსეთი არმიამ დაარტყა.
როგორც ის ამბობს მას ქვეყნის დატოვება არ სურდა და ეს ნაბიჯი მხოლოდ 6 თვის შვილის უსაფრთხოების გამო გადადგა.
"არ ვიცოდი რა მექნა, ერთი მხრივ უკრაინაში დარჩენა და ქმართან ახლოს ყოფნა მინდოდა და მეორე მხრივ ჩემს 6 თვის შვილზე ვფიქრობდი, რომელიც კოშმარიდან უნდა დამეხსნა. ამიტომ დედაჩემის რჩევის შემდეგ გადავწყვიტე მასთან აქ, საბერძნეთში ჩამოვსულიყავით.
მაგრამ მე მინდა დავბრუნდე და ვიბრძოლო უკრაინისთვის და ჩემი თანამემამულეებისთვის.
მინდა დავბრუნდე, არცერთი ჩვენგანი არ იმსახურებს ყველაფერს, რაც მოხდა.
ომში 15 წელზე უფროსი ასაკის გოგონები და ბიჭები მონაწილეობენ. სამხედრო სამსახურები ამ ადამიანების რეგისტრაციისთვის მონაცემებს ვერ აგროვებენ.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრმა უკრაინელმა კაცმა დატოვა საბერძნეთი, რათა წასულიყვნენ სამშობლოში საბრძოლველად.
სერიოზულად ვფიქრობ, შვილი აქ დავტოვო და დავბრუნდე, თუმცა ვიცი, რომ ჩემი ოჯახი ამის უფლებას არ მომცემს. საიდანაც არ უნდა ვიყოთ მე და ყველა უკრაინელი, ვინც ჩვენი ქვეყანა წავიდა, ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის.
ჩვენ გვაქვს ღმერთის დიდი რწმენა და ყოველდღე ვევედრებით მას მშვიდობას.
სიგიჟეა ის, რაც ხდება ქრისტიანები კლავენ ქრისტიანებს, მეგობრები კლავენ მეგობრებს "- ამბობს 30 წლის ლიანა ჟურნალისტთან და აღნიშნავს რომ მას არასოდეს დაავიწყდება ის საათები, როდესაც უკრაინის დატოვების დროს სხვა უკრაინელ დედებთან და ბავშვებთან ერთად სამშობლოსთვის ლოცულობდნენ.
ლიანა, 30 წლის უკრაინიდან
ასევე საინტერესოა
🔵უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (ფოტორეპორტაჟი)
🔵ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ, შეგნებულად და ცინიკურად - ოლენა ზელენსკა
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...