ზელენსკის მიმართვა: სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1%-ია, ველოდებით უკვე 31 დღეა

სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1%-ია, ველოდებით უკვე 31 დღეა, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო! თავისუფალი სლავოტიჩი, რომელიც დღეს დამპყრობლებს არ დანებდა, ქუჩაში შეკრებილი ათასობით ადამიანი მტერს ერთი რაღაცისკენ მოუწოდებდა - წადით სახლში, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიარული. სლავოტიჩში შესულ ოკუპანტებს ზუსტად ისეთივე რეაქცია დახვდათ, როგორც სხვა დანარჩენ ქალაქებში. უკრაინა ერთიანია ერთი იდეის ირგვლივ და ეს არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საკუთარი ოცნება და არა ავადმყოფი მტრის.“, - ამბობს ზელენსლკი.

მისი თქმით, დღემდე, სადაც მტერი შევიდა, სადაც კი მოქალაქეების გატეხა სცადა, ყველგან დახვდათ ერთი პოზიცია - ნახულობენ რომ უკრაინა ერთიანია და მას აქვს ისტორიული ფესვები და მორალური მტკიცებულება რომ უკრაინა უკრაინელებისაა. ოკუპანტებს ვერაფერი უშველის, რაც არ უნდა ქნან.

„ჩვენი ტელევიზიების გათიშვა და პროპაგანდით სავსე რუსული არხების ჩართვა, ასევე გრივნას ამოძირკვა და რუბლის დარიგება, ამას თვითონ რუსები ჩათვლიან მალე უაზრობად. ასევე, არ უშველით 1-2 ადგილობრივის მოსყიდვა იმის განსასახიერებლად, თითქოს უმრავლესობას წარმოადგენენ. 
რუს სამხედროებს ელოდებათ მხოლოდ სიძულვილი და წყევლა. ბოლოს კი, ჩვენ სამხედროებიც მიხედავენ.

ჩვენი გლეხები ტყვედ იყვანენ რუს მფრინავებს, ასევე ჩვენი ტრაქტორისტების ჯარი- ჩვენი ფერმერები, ტრაქტორებით იპარავენ მტრის ტექნიკას და ჩვენს სამხედროებს  აძლევენ. ასევე, უახლეს ტექნიკას, რომელსაც მტერი დიდხანს ასაიდუმლოებდა. ამ ტექნიკას ოკუპანტები ტოვებენ და თვითონ გარბიან. პრინციპში, სწორადაც იქცევიან. უკეთესია აქედან გაიქცნენ, ვიდრე აქ მოკვდნენ. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და არც იარსებებს.“, - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, მტერს მედგრად ებრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები, თითოეული ჯარისკაცი და ეროვნული გვარდია, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს. მადლობელი ვარ თითოეული წევრის, სამშობლოს დასაცავად გაღებული თავდადებისთვის. დღეს დავაჯილდოვე ეროვნული გვარდიის წევრები გმირების ორდენით.  ომის დაწყების დღიდან, ეროვნული გვარდიის 476 წევრი დაჯილდოვდა უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი.

„დღეს ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას. დიდი მადლობა გადავუხადე მას იმ ადამიანების თანამდგომისთვის, ვინც ომის პერიოდში თავშესაფარი პოლონეთში იპოვა. ასევე, ჩვენი ქვეყნის საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპის უსაფრთხოების დაცვასთან თანადგომაში.

ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების ფასი ის თვითმფრინავები და ტანკებია, რომლებიც უკრაინას სჭირდება და ეს სამხედრო აღჭურვილობა აქვს ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც უბრალოდ მტვერი ჭამს. ეს ტექნიკა უნდა მოგვცენ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპულის უსაფრთხოების გადასარჩენად და დასაცავად.

ევროპის კონტინენტზე არავის არ უნდა გაუხარდეს თუ მორიგი დაპირისპირება რუს ოკუპანტებთან, მოხდება ბალტიისპირეთში, პოლონეთში და სლოვაკეთში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს  თვითმფრინავებისა და ტანკების მეასედს წარმოადგენს.

ჩვენ ვითხოვეთ მხოლოდ 1%, მეტი არც გვჭირდება. ამ სამხედრო დახმარებას ველოდებით უკვე 31 დღეა. ვინ კარნახობს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, ნუთუ მოსკოვი თავისი ქმედებებით?! ევროატლანტიკურმა კავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიუროს უკრაინის დახმარება. ზუსტად ამ შეთანხმებას მივაღწიეთ ჩვენ კიევში, სამი ქვეყნის პრემიერმინისტრთან და მათ შორის ბატონ კაჩინსკისთან. ეს მოხდა მარტის შუა რიცხვებში.

დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მარიუპოლის მცველებს დავუკავშირდი, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ. მათი გმირობა, თავდადება და მედგარი ბრძოლა შთამაგონებს. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ნეტავ მათი სიმამაცის 1% მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც 1 თვეა ფიქრობენ, როგორ გადმოგვცენ ტანკები და თვითმფრინავები.

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს რუსულ ენაზე ვესაუბრე და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინაში ენასთან დაკავშირებული პრობლემა არასოდეს ყოფილა. და თუ თქვენ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ ენის ბარიერთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამას მხოლოდ თქვენ ქმნით და იმ რუსულენოვან უკრაინელებსაც აიძულებთ უარი თქვან რუსულ ენაზე. 
იმიტომ რომ რუსული ენა ასოცირებული იქნება მხოლოდ თქვენთან, თქვენს აგრესიასთან, დაბომბვებთან და მკვლელობებთან. ასევე თქვენს სამხედრო დანაშაულებთან.

თქვენ ჩვენს მოქალაქეებს ადეპორტებთ, წამლავთ ჩვენს მასწავლებლებს, აიძულებთ გაიმეორონ თქვენი პროპაგანდისტების მესიჯები, იტაცებთ ჩვენს აქტივისტებსა და მერებს, ამონტაჟებთ ბილბორდებს წარწერით - არ შეგეშინდეთ რუსული ენის. და ამ ყველაფერს აკეთებთ იქ, სადაც რუსული და უკრაინული ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ეს ის ქალაქებია, რომლებსაც ანადგურებთ. რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში დერუსიფიკაცია მოხდეს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება რუსეთის თვითმკვლელი პოლიტიკის.

ჩვენი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს შეუერთდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. როგორც შემატყობინეს საუბარი შეეხო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან იმ საკითხებს, რომლებსაც მე ყოველდღიურად ვაჟღერებ, სანამ დასავლეთში პინკ-პონკს თამაშობენ, რომელი გაგვიწევს სამხედრო დახმარებას.

უკრაინელებს არ შეუძლიათ იარაღით ჩამოაგდონ თვითმფრინავები, ხოლო მარიუპოლი ტანკების გარეშე დაიხსნან ალყიდან. ამის შესახებ იცის თითოეულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, ასევე იციან ევროპაშიც და ამერიკაშიც, თუმცა მალე უნდა გაიაზრონ.

ჩვენდა საბედნიეროდ ხელში ჩავიგდეთ რამდენიმე რუსული ტანკი.  უკრაინის პოზიცია უნდა მოისმინონ მთელ მსოფლიოში რადგან ამ პოზიციას ეთანხმება ევროპის თითოეული მოქალაქე. თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს გაეცნოს. თუ არ გინდათ ხალხის მოსმენა, მაშინ პოლონეთის საზღვრებთან აფეთქებული რუსული ჭურვების  ხმას მოუსმინეთ.

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მის მიერ წარმოებულ პროპაგანდას მომავალი არ აქვს . ჩვენ ვმუშაობთ მათი სიცრუის მანქანის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით. სიმართლე არ დაიმალება და ამას მსოფლიო ძალიან მალე დაინახავს. რუსეთის ქმედებები ეხება არამხოლოდ უკრაინას და მის განადგურებას, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების პრინციპებს, მორალსა და ადამიანობას.

ოკუპანტებმა ისტორიის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მათ ხარკოვში თავიანთი არაადამიანური სტილით ჰოლოკოსტის მემორიალის „დენაციფიკაცია მოახდინეს“. ეს ის ადგილია, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, 20 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. 80 წლის შემდეგ იგივეს აკეთებს რუსეთიც.

რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ბომბავენ დასახლებულ პუნტქებს, სახლებს, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს. ასევე არ ინდობენ არც ეკლესიებს და ისტორიულ ძეგლებს.  რუს სამხედროებს მსგავს ბრძანებებს მეთაურები აძლევენ. და ეს ყველაფერი ჩვენს ერს კიდევ უფრო ძლიერ ერად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ძლიერ მოქალაქეებად, ჩვენს კულტურას კიდევ უფრო ძლიერ კულტურად აქცევს.

80 წლის წინ, ნაცისტები ევროპის დასაპყრობად ზუსტად ანალოგიურ ხერხს იყენებდნენ. მათ ამ ქმედებას არავინ არა აპატიებს. იქნება პასუხისმგებლობაც ზუსტად ისე, როგორც 76 წლის წინ ფაშისტები დაისაჯნენ. ეს შეიძლება არ იყოს ნიურბერგი, მაგრამ იქნება ანალოგი და ყველა დაინახავს."  - აცხადებს ვოლოდიმირ  ზელენსკი ვრცელ ვიდეომიმართვაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 8 წლის ილიას დედა დაეღუპა... მინდობილობას ვაკეთებ, უნდა ჩამოვიყვანო საქართველოში - გიგა მაქარაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵 „90 იან წლებში, შუქის მოსვლის დროს ურაას რომ დავიძახებდით და თან წავიდოდა ეგრევე, ეე მაგი ყოფილა ჟირინოვსკი

🔵 „ამ ფოტოში 6 დღის დაუბანელი ვარ, უძილო, გადაღლილი“ - რას წერს დომენიკ მანგო?

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715708582

ახალი ამბები

პრემიერი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: თუ იქნება რაიმე შენიშვნები, მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე

 „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურეო'ბრაიენსაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...

ირაკლი კობახიძე

1715706942

ახალი ამბები

აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს - შსს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 1...

შსსს

1715697809

ახალი ამბები

„ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2“ - ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე

„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის - ან ექნებათ რევოლუცია, ან ისინი გახდებიან ბელარუსი 2“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უკრაინული რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტის...

ალექსეი გონჩარენკო

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი