აზერბაიჯანს შეუძლია ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობა 5 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს

„აზერბაიჯანში მწვანე ენერგიის განვითარება შეამცირებს გაზის მოხმარებას მინიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრით, რომლის ექსპორტიც ევროპაშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„ჩვენი გეგმების მიხედვით, 2027 წლისთვის აზერბაიჯანში ამოქმედდება 9 მზის და ქარის ელექტროსადგური, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან 2030 წლისთვის დამატებით 10 ქარის ელექტროსადგურები და მზის ელექტროსადგურები 5 GW სიმძლავრით ამოქმედდება, რის შედეგადაც შემცირდება გაზის მოხმარება და შევძლებთ მინიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრი მივაწოდოთ ევროპას“, - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს აზერბაიჯანული გაზის დაახლოებით 50% ევროპაში გადის და ეს შეადგენს 12 მილიარდ კუბურ მეტრს.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, 2027 წელს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროკავშირში 20 მილიარდ კუბურ მეტრი იქნება.

ალიევმა დასძინა, რომ აზერბაიჯანი გეგმავს „მწვანე“ ენერგიის ექსპორტს ევროკავშირში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715025803

ჰოროსკოპი

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს შეიძლება პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მ...

იანავრი

1715024408

ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილის პრაღის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს

 ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.  საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 330-...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1715022972

მსოფლიო

საფრანგეთი პუტინის ინაუგურაციაზე ელჩს გზავნის, გერმანია ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს - Reuters

 7 მაისს რუსეთში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე საფრანგეთი თავის ელჩს გზავნის. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, გერმანიამ განაცხადა,...

ააა

1715019547

მსოფლიო

აშშ-ში 26 წლის კაცმა მღვდელს ქადაგებისას ესროლა

აშშ-ში, პიტსბურგის გარეუბანში, მღვდელს ქადაგების დროს დროს ესროლეს. როგორც „ეიბისინიუსი“ იტყობინება, სასულიერო პირს ახალგაზრდა კაცმა, 26 წლის ბერნარდ ჯუნიორ პოლიტი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ადგილ...

სროლა აშშშო

1715016765

სოციალური მედია

,,დამბლოკა და ღირსიც ვიყავი“ – გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

 მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელიც ამჟამად სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება, ტიკ-ტოკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განსაკუთრებით კი შვილს, ნატალია ყიფშიძეს.  “ქრის­ტე აღ­დგა! ამ...

გიორგი ყიფშიძე