დონალდ ტრამპი - სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება

სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ „ისტორიაში უდიდესი დღე“ იყო და „საქმეები ძალიან კარგად მიდის“.

„იქნება გარდამავალი ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ბევრი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ დავუშვით ის, რომ სიტუაცია კონტროლს გასცდა და ზოგიერთ ქვეყანას საშუალება მივეცით, რომ ჩვენს ხარჯზე ძალიან დიდებული და ძალიან მდიდარი გამხდარიყო. მე არ ვაპირებ, რომ ეს დავუშვა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო თავისი კაბინეტის წევრები და განაცხადა, რომ ვინც ამ მაგიდასთან სხედან, „ყველა არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს“.

„ყველას სურს, მოვიდეს და გარიგება დადოს ტარიფების შესამცირებლად“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ელოდება რამე სახის შეთანხმებას.

„ვნახოთ, რა მოხდება ჩინეთთან. ჩვენ გვსურს, რამე შეთანხმების მიღწევა. მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ გაგვძარცვეს. ჩვენ მხოლოდ ყველაფერს ახალ ფორმას ვაძლევთ. ჩვენ ვაწესრიგებთ მაგიდას და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კარგად თანაცხოვრებას. მე დიდი პატივისცემა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ. ის, ნამდვილი გაგებით, ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მე მჯერა, რომ საბოლოოდ რაღაცას მოვიფიქრებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველიდები ამას“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744808948

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1744807134

ახალი ამბები

17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...

ზოგადი

1744806176

მსოფლიო

გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება

ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...

ექიმი და ნემსი

1744804348

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...

ლევან მაჭავარიანი

1744802534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ურჩევნიათ, საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იციან, მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული

„მათი გადასაწყვეტი რომ იყოს ურჩევნიათ საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოად...

ლევან მაჭავარიანი