ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო - მოსამართლემ დაადგინა, რომ არავაქცინირებულ ჩოგბურთელს სამედიცინო გამონაკლისი ჰქონდა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის ვიზაზე უარის თქმას შეეხებოდა, ავსტრალიის ღია პირველობის წინ. თუმცა, ქვეყნის მთავრობის ადვოკატებმა მსოფლიოს პირველი ჩოგბურთრლი გააფრთხილეს, რომ შეზღუდვები მაინც შეეხება, თუ მინისტრი გამოიყენებს "გაუქმების პირად უფლებამოსილებას".
34 წლის ჯოკოვიჩი ახლა თავისუფლად შეძლებს დატოვოს სასტუმრო პარკი კარლტონში - სადაც მან გაატარა ბოლო ოთხი ღამე ლტოლვილებთან და დაკავებულებთან ერთად - ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათისთვის.
მთავრობის ადვოკატმა კრისტოფერ ტრანმა განჩინების შემდეგ მოსამართლეს განუცხადა, რომ იმიგრაციის, მოქალაქეობის, მიგრანტების მომსახურებისა და მულტიკულტურული საკითხების მინისტრი ალექს ჰოუკი „განიხილავს, გამოიყენოს თუ არა გაუქმების პირადი უფლებამოსილება“.
ეს ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს შესაძლოა კვლავ დაემუქროს დეპორტაცია და გამოტოვოს ავსტრალიის ღია პირველობა, რომელიც 17 იანვარს დაიწყება.
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე მიემგზავრებოდა, ქვეყანაში არ შეუშვეს.
ჯოკოვიჩი აეროპორტში რამდენიმე საათი ალოდინეს, შემდეგ კი განუცხადეს, რომ ავსტრალიაში შესვლის წესებს ვერ აკმაყოფილებდა. ჩოგბურთელი სასტუმროში გადაიყვანეს, ხოლო მისი დეპორტაციის საკითხს სასამართლო ორშაბათს გადაწყვეტს.
ჯოკოვიჩი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, მაგრამ გასულ წელს მან განაცხადა, რომ "ვაქცინაციის წინააღმდეგი" იყო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ხანძარს 9 ბავშვის სიცოცხლე სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა (ვიდეო)
🔵კოვიდინფიცირებულ ბავშვებს 166%-ით უფრო ხშირად დაესვათ დიაბეტის დიაგნოზი - გიორგი ფხაკაძე
🔵31 ადამიანი გარდაიცვალა, კორონავირუსით კიდევ 2 953 პირი დაინფიცირდა
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...